Saturday, May 13, 2023

კითხვის კლუბი წიგნიერი

ხელმძღვანელი: ლია ალექსიძე კლასი-IIIგ კითხვის კლუბი-“წიგნიერი“ სამუშაო გეგმა (2021-2022) № ჩასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი ჩატარების დრო შენიშვნა 1. კითხვის სალონის ორგანიზაციული საკითხები: ა)კლუბის წესდების გაცნობა; ბ) კლუბის მიზნები და ამოცანები; გ) მეცადინეობის ჩატარების დრო და ადგილი; დ) კლუბის წევრების ჩართულობა და პასუხისმგებლობა; ე) გასვლითი გაკვეთილები... კლუბის კურატორი, მოსწავლეები სექტემბერი 2. გურამ დოჩანაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება: „ყველაზე კარგი პაპა“, „ბაქანი“, „მთის გადაღმა“ კლუბის კურატორი, მოსწავლეები ოქტომბერი 3. „დიდი წიგნის“ ერთობლივი კითხვა, წაკითხული ლიტერატურიდან კომიქსების გაკეთება და პრეზენტაცია კლუბის კურატორი,მოსწავლეები ნოემბერი 4. ელექტრონული რესურსების შექმნა და პრეზენტაცია (დირექტორის დასწრებით) კლუბის კურატორი, მოსწავლეები დეკემბერი 5. ტესტური დავალების შედგენა და წყვილებში მუშაობა იანვარი 6. ლიტერატურის დამუშავება და ინტერვიუს ჩაწერა კლუბისკურატოი, მოსწავლეები თებერვალი 7. პოეზიის საღამო- დედის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ლექსები კლუბის კურატორი, მოსწავლეები მარტი 8. ბახტრიონზე- „წიგნის სახლში“ სტუმრობა: ა)სხვადასხვა ჟანრის ნაწარომოების გაცნობა, დამუშავება; ბ)წიგნის სტრუქტურის სწავლა და ხელნაკეთი წიგნების დამზადება. კლუბის კურატორი, მოსწავლეები აპრილი 9. „მწერალთა სახლში სტუმრობა“ არჩილ სულაკაურის შემოქმედების გაცნობა-ვასო გულეურის ხელმძღვანელობით კლუბის კურატორი, მოსწავლეები მაისი 10. ეკა გოგოლაშვილის-„იგავ-არაკთა პალიტრა“-ტექსტის გაგება-გააზრება და მსჯელობა წაკითხულთან დაკავშირებით; ბელა სარიას ტესტები. კლუბის კურატორი, მოსწავლეები ივნისი 2021/2022 სასწავლო წელს, მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბურის )სახელობის #1საჯ.სკოლის მე-3 გ კლასში ჩამოყალიბდა კითხვის კლუბი-„წიგნიერი“ ლია ალექსიძის ხელმძღვანელობით! „კითხვის კლუბის“ მიზნები და ამოცანები:  მოსწავლეებისათვს კითხვისადმი ინტერესის გაღვივება;  კითხვის კულტურის ჩამოყალიბება;  ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია;  მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა;  აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება; კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს უწყობს:  მოზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;  კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას;  გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას;  პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;  კრიტიკული აზროვნების განვითარებას;  თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას ;  პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას;  დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას;  დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას. კლუბმა იმუშავა მთელი წლის განმავლობაში! მუშაობა იგეგმებოდა თვეში ერთხელ, ოთხშაბათს. „კითხვის კლუბის“ მეცადინეობაზე ჩავწერე ინტერვიუ, იმსჯელეს წაკითხული ნაწარმოების მიხედვით, ასევე ყურადღება გაამახვილეს საკუთარ მეტყველებაზე. მოსწავლეებს მოვასმენინე თავიანთი მსჯელობა, აღნიშნეს და გამოკვეთეს ძლიერი და სუსტი მხარეები. ამრიგად, დიდი ყურადღება დავუთმე კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, წაკითხულის გააზრებასა და საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სამუშაო დასახულ მიზნებს ემსახურებოდა! კითხვის კლუბის სამუშაო შეხვედრა. გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა...ფრიად საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო პროცესი! კითხვის კლუბის აქტივობები ითვალისწინებდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს, კერძოდ ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.  აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;  ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის;  მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები/ არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.). ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.  ამოიცნობს ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ იდეას);  ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);  აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს;  ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა;  აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული (მაგ., მსგავსება-განსხვავების) ნიშნით;  საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;  განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;  განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;  ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;  ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);  გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);  განსაზღვრავს რეპლიკის ავტორს, ადრესატსა და მიზანს (რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვ.);  აკვირდება მხატვრული ტექსტების ენას, მწერლისეულ ლექსიკას;  ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას / ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა. ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.  გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;  ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნა;  ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;  ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს.  ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე. კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ტექსტიდან აზრის გამოტანის მნიშვნელობაზე. მოტივაცია კითხვის სწავლების პროცესში მნიშვნელოვნად არის მიჩნეული და ამიტომაც ავთენტური (რეალური, კონკრეტული), საინტერესო ლიტერატურის გამოყენება, ტექსტებით მდიდარი გარემოს შექმნა ეხმარება მოზარდებს კითხვის მოტივაციის გაღვივებაში. ამ მეთოდის ქვაკუთხედია: ერთის მხრივ, წიგნის მახასიათებლების ათვისებისა და, მეორე მხრივ, ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,,დიდი წიგნების ერთობლივი” კითხვა. კლასში იყო პრობლემები: 1. ტექსტიდან მთლიანი რთული სიტყვის ამოკითხვა; 2. წაკითხულიდან აზრის გამოტანა; 3. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულის მიმართ; 4. ტექსტის მთლიანობაში აღქმაკლუბში ასეთი მეთოდით სწავლება მოსწავლეთათვის საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს, იწვევს მოსწავლეთა მაღალ მოტივაციას. რაც მთავარია, ამ მეთოდით გარანტირებულია გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბება. მოსწავლეები დიდი ხალისით აკეთებენ კომიკსებს, რაც მნიშვნელოვანია წაკითხულის გასააზრებლად, ასევე მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტესტური დავალების შესრულება და წყვილებში მუშაობა. კლუბის შექმნისას გავითვალისწინე ჩემი სამიზნე ჯგუფის ასაკობრივი და ინდივიდუალური შესაძლებლობები. ვეცადე ლიტერატურა მათი ინტერესებიდან გამომდინარე შემეთავაზებინა, ტექსტების შინაარსი კი ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო. ტექსტის კითხვის პროცესი სახალისო და საიტერესო აღმოჩნდა. მსგავსი აქტივობის განხორციელება მოსწავლეს უვითარებს სხვადასხვა უნარს. პატარა მკითხველს უმარტივებს და აყვარებს კითხვის პროცესს; უჩენს ინტერესს ტექსტის მიმართ, უადვილებს ტექსტის მთლიანობის აღქმას, უმდიდრებს ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარებს, უმუშავებს გუნდურობისა და თანამშრომლობით უნარ-ჩევევბს, ყოველივე ეს კლუბის დადებითი მხარეა.

No comments:

Post a Comment