სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის, მუხრანის ნიკო ბაგრატიონის სახელობის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის, ლია ალექსიძის საგანმანათლებლო ბლოგი
Saturday, May 13, 2023
პროექტი ,,გზა ჯანმრთელობისაკენ"
2021 -2022 სასწავლო წლის
სკოლის დასახელება - მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბურის )სახელობის #1საჯ.სკოლის 2კორპუსი
პროექტის სათაური- „გზა ჯანმრთელობისაკენ“
განხორციელების ვადები - 01.10.21/10.06.22
პროექტის კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან/ზოგადი განათლების შესახებ კანონთან
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვა - ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა დაეხმაროს თავიდან აირიდოს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება, გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების არსი (ზომიერება ყველაფერში, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, რისკების თავიდან აცილება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სხვ.) და გაიაზროს მისი მნიშვნელობა;
ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:
დღეს, როდესაც ადამიანისათვის მისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმჯობესებლად;
პროექტის ხელმძღვანელი: ლია ალექსიძე
პროექტის თანამონაწილე: მარიამ შარიფაშვილი
პროექტის განმახორციელებელი გუნდი--მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები
I.პრობლემის დასაბუთება
სკოლაში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისათვის პრობლემას წარმოადგენს მათ შორის დამკვიდრებული არაჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი და ხშირად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ნაცვლად მიირთმევენ უხარისხო, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველ პროდუქტებს. ხშირად უფროსკლასელები(და არა მარტო უფროსკლასელები) არიან თამბაქოსა და ალკოჰოლის მომხმარებლები. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში მათ ხელს უშლით დროის არასწორი განაწილებაც. იმის მაგივრად რომ სპორტით დაკავდნენ ისინი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ. ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენი ვალია მომავალი თაობის სწორ გზაზე დაყენება, მათი ცნობიერების ამაღლება, რათა პიროვნების მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჯანსაღი, სუფთა გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
II.პროექტის მიზანი და ამოცანები :
პროექტის მიზანია მოზარდებმა შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა და პოპულარიზაცია, გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა, არა მარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე და ალკოჰოლზე, არამედ განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე. მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. მოსწავლეებმა შეძლონ განასხვავონ ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები, შემოქმედებითად გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა ზრდა- განვითარებისთვის და ენერგიის უზრუნველსაყოფად. თავი დაიცვან არაჯანსაღი საკვებისგან გამოწვეული დაავადებებისგან. ისწავლონ ზომიერება ტკბილეულის მირთმევისას.
გარდა იმისა რომ, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას აღნიშნული საკითხის შესახებ, ეს პროექტი მათ უნდა დაეხმაროს სხვადასხვა უნარის განვითარებაში. როგორიცაა: მედიაწიგნერება, სოციალურ - თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები. ინფორმაციის გააზრება, დასკვნების გაკეთება და პრეზენტაცია.
პროექტი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ. მოდერატორის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა.
III. სამიზნე ჯგუფები
პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რადგანაც ვთვლით, რომ მათი ასაკის მოსწავლემ უკვე უნდა შეძლოს მოიპოვოს ინფორმაცია ზოგიერთი მავნე ფაქტორის ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გააცნობიეროს ჯანსაღი წესის დამკვიდრების აუცილებლობა.
IV. რისკების ანალიზი
რისკები
ალბათობა*
რისკის შემცირების სტრატეგია
შიდა მშობლებისა და მოსწავლეების არაჯანსაღი, გულგრილი დამოკიდებულება
ხშირი თანამშრობლობა და ინფორმაციის სწორად მიწოდება მოსწავლეებთან და მშობლებთან.
გარე ბუნებრივი კატაკლიზმები პანდემია და ლოქდაუნი შესაბამისი ღონისძიებები, სწორად დაგეგმილი სტრატეგიები, ონლაინრეჟიმში გადასვლა.
V.სამოქმედო გეგმა
ეტაპები
პროექტის რომელ მახასიათებელს შეესაბამება კონკრეტული აქტივობა აქტივობა
(საქმიანობა / მოქმედება) ვადები რესურსები დადასტურება პასუხისმგებელი პირი შენიშვნა
ადამიანური მატერიალური
1. სასკოლო თემის (მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ტექნიკური პერსონალი და სხვა) ჩართულობა; საორგანიზაციო საკითხების განხილვა, მონიტორინგის ჯგუფის შექმნა 15.10.2021 საორგანიზაციო ჯგუფი: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მონიტორინგის ჯგუფი: 1 მანდატური და 1-სპეც.მასწავლებელი. კომპიტერი, პროექტორი, ჩანაწერების დღიური სასკოლო თემი დირექტორი
2 კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან;
ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან;
2.1 თემის,,რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რა ზიანს აყენებს,,სწრაფი კვება’’ ორგანიზმს.’’ 15.11.2021 3-4 კლასის მოსწავლეები თაბახის ფურცლები, კალამი, მარკერები. კომპიუტერი ღიურის ჩანაწერი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესზე ორიენტირება; მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება;
პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან.
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირი
2.2.
მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის მოწყობა თემაზე-,,არაჯანსაღი კვების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი შედეგები”
პრეზენტაციის შემდგომი დისკუსია და რეკომენდაციების გაცემა უმცროს კლასელებისთვის.
6.12.2021 ბუნებისმეტყველების მასწავლებელი. მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები პროექტორი,
კომპიუტერი სასკოლო თემი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება;
პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან,
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 2.3 დისკუსია , პრეზენტაციის დროს განხილულ საკითხებზე. პრევენციული ღონისძიებეის დასახვა დაავადების რისკების ასაცილებლად. სწრაფი კვების მავნებლობაზე სლოგანების შექმნა და საკლასო სივრცეში განთავსება 20.12.2021 მოსწავლეები,მასწავლებლები ფერადი ფანქრები,თაბახის ფურცლები,მარკერები შექმნილი ნამუშევრები მასწავლებელი
კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან;
კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან
3.1
დისკუსია. ინტერნეტში შესაბამისი მასალისა და ფოტოების მოძიება 01.02.2022 მოსწავლეები სკოლის სახელმძღვანელო,რვეულები,კალმები.კომპიუტერი.მეხსიერების ბარათი ჩანაწერების დღიური მასწავლებლები
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება;
4.2
პრეზენტაციის მოწყობა
გავუფრთხილდეთ გარემოს 19.02.2022 მოსწავლეები პროექტორი,
კომპიუტერი,ტელეფონები ვიდეო გადაღებისთვის ვიდეო მასალა კოლეგები
კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან; 4.3
პოსტერების მომზადება გარემოს დაცვაზე და სასკოლო სივრცეში განთავსება 20.03.2022 ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები ფორმატისა და თაბახის ფურცლები.მარკერები.ფლომასტერები.საღებავები,ფერადი ფანქრები,ქაღალდის სამაგრები ფოტო მასალა მასწავლებელი
კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან;
ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან;
4.4
ჯანსაღი გარემო 12.04.2021 მოსწავლეები პროექტორი.
კომპიუტერი,
სააქტო დარბაზი,
სადენზიფექციო სითხე,
პირბადეები
,თერმომეტრი ფოტომასალა მასწავლებელი
5.1 მონიტორინგი 21.10.2021 მონიტორინგის ჯგუფი დოკ. აღრიცხვის ჩეკლისტი შევსებული ჩეკლისტი ჯგ. ხელმძღვანელი
კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან;
ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან;
5.2
მოსწავლეებისათვის თემის : რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის წარდგენა. გაცნობა რომ სრულფასოვან კვებას განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული მიღება. შემდგომ დისკუსია მსჯელობა. ინტერნეტში შესაბამისი რესურსების მოძიება 22.10.2021 მასწავლებლები პროექტორი.
კომპიუტერისადენზიფექციო სითხე,პირბადეები, ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებლები
ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან;
5.3
მოსწავლეების მიერ ექსპერიმენტების ჩატარება საკვებ ნივთიერებებზე და საკვებში ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები აღმოჩენა. კალორიმეტრის დამზადება და ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების კალორიის დადგენა 15.01-15.02.2022 მასწავლებლები პროექტორი.
კომპიუტერი,
სადენზიფექციო სითხე, პირბადეები, რეაქტივები ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებლები
როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინება;
5.4 დისკუსია. ექპერიმენტის შედეგების განხილვა. პრეზენტაციისთვის მასალის მოგროვება, სლოგანის მოფიქრება და პრეზენტირება 01.03-01.04 დირექტორი, მოსწავლეები, მასწავლებლები პროექტორი.
კომპიუტერი,
სააქტო დარბაზი,
სადენზიფექციო სითხე,
პირბადეები,
რექტივები ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებელი
პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან,
5.5
მოსწავლეებისათვის თემის : რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის წარდგენა. წყლის, მჟავების და ფუძების როლის განსაზღვრა. მათი ნორმის დარღვევით ადამიანი ავადდება. შემდგომ დისკუსია მსჯელობა. ინტერნეტში შესაბამისი რესურსების მოძიება 25.10.2022 მე-3-4კლასის მოსწავლეები, მასწავლებლებელი, პროექტორი.
კომპიუტერ
,,სადენზიფექციო სითხე,
პირბადეები, ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებელი.
მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება;
5.6
მოსწავლეების მიერ ექსპერიმენტების ჩატარება საკვებ ნივთიერებების მჟავიანობის დადგენა 01.11-25.12 მოსწავლეები, მასწავლებლებელი, პროექტორი.
კომპიუტერ
,,სადენზიფექციო სითხე,
პირბადეები, ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებელი.
მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება;
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება;
5.7
დისკუსია. ექპერიმენტის შედეგების განხილვა. პრეზენტაციისთვის მასალის მოგროვება, სლოგანის მოფიქრება და პრეზენტირება და მომსწავლეები გაცვლა. 01.03-01.04 მოსწავლეები, მასწავლებლებლები, პროექტორი, კომპიუტერი, სააქტო დარბაზი, სადენზიფექციო სითხე, პირბადეები, რეაქტივები ჩანაწერები, ფოტომასალა ქიმიის მასწავლებელი.
6.1
მონიტორინგი 02.04.2022 მონიტორინგის ჯგ. დოკ. აღრიცხვის ჩეკლისტი შევსებული ჩეკლისტი ჯგ. ხელმძღვანელი
როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინება;
6.2
ქართულის მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. მოსწავლეებს დაევალათ წაეკითხათ ინფორმაციული და მხატვრული ტექსტი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ 03.02.2022 ქართულის, მე და საზოგადოების მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი წიგნი, რვეული, პოსტერი, მარკერები, ფერადი ქაღალდები. ჩანაწერის დღიური ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება;
პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან,
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 6.3
ქართულის მასწავლებელი და მე-3, მე-4 მე-5 კლ. მოსწავლეები. მოძიებილი ინფორმაციიდ გამოკვეთონ ჯანსაღი ცხოვრების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია, მოსწავლეები იმსჯელებენ შემდეგ თემაზე- „ჯანსაღი კვებისა და კვების რეჟიმის მნიშვნელობას ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე“. 18.02.2022 ქართულის, მე და საზოგადოების მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი წიგნი, რვეული, პოსტერი, მარკერები, ფერადი ქაღალდები. ჩანაწერის დღიური ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მე და საზოგადოების მასწავლებელი
მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება;
პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან,
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება;
6.4.
ქართულის მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები.
დისკუსიის შემდეგ დაწერენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს, რომლებშიც იმსჯელებენ ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე. შეექმნებათ განწყობა- დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მისდევდე ჯანსაღი ცხოვრების წესს. შესრულებული სამუშაოს წარმოადგენენ სლაიდშოუსა და პოსტერების საშუალებით.
21.03.2022 ქართულის, მე და საზოგადოების მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი წიგნი, რვეული, პოსტერი, მარკერები, ფერადი ქაღალდები. ჩანაწერის დღიური ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მე და საზოგადოების მასწავლებელი
პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან,
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება;
6.5
ქართულის მასწავლებელიდა მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები.
მოსწავლეები მოთხრობებს გააერთიანებენ კრებულში.
03.06.2022 ქართულის, მე და საზოგადოების მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი წიგნი, რვეული, პოსტერი, მარკერები, ფერადი ქაღალდები. ჩანაწერის დღიური ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მე და საზოგადოების მასწავლებელი
7.1
მონიტორინგი 04.06.2022 მონიტორინგის ჯგ. დოკ. აღრიცხვის ჩეკლისტი შევსებული ჩეკლისტი ჯგ. ხელმძღვანელი
პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან,
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება;
7.2კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი,მე-5 მე-6 კლასის მოსწავლეები.
ქართულის და ბიოლოგიის მასწავლებლების მიერ
გაცნობილ თემატიკის სა ფუძველზე “გზა ჯანმრთელობისაკენ“ მოსწავლეები
პროგრამა https://learningapps.org-ში შექმნიან ელექტრონულ რესურსს,რომლის ჩვენებისას დაახარისხებენ ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტებს და კიდევ ერთხელ შეახსენებენ თანატოლებს ცხოვრების ჯანსაღ წესს. 03.03.2022
პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან,
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება;
7.3
ზემოთ
აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები შექმნიან საჩვენებელ პრეზენტაციას თემაზე „გზა ჯანმრთელობისკენ „ რომელიც ხელმისაწვდომი იქნება (ლინკის სახით) არამარტო სკოლის თემისათვის , არამედ საზოგადოების ფართო ჯგუფისთვის. 04.04.2022
პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან,
კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება;
მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება;
7.4
მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი გამართავენ დისკუსიას მათ მიერ შექმნილ ელექტრონული რესურსების გამოყენებით, რომელსაც მოუსმენენ პარალელის ჯგუფები 05.05.2022
VI. შედეგები
პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ. მოდერატორის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა.
მოსწავლე შეძლებს პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს. გააცნობიეროს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების აუცილებელი პირობა.
A. რაოდენობრივი (მოკლევადიანი)
B. თვისებრივი
A. რაოდენობრივი (გრძელვადიანი)
B. თვისებრივი
VII. პროექტის მდგრადობა
სასკოლო პროექტი „გზა ჯანმრთელობისაკენ“ და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები სკოლის თემს თვალნათლივ დაანახვებს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობას, მათივე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს დიდსა თუ პატარას სასიცოცხლო და აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაში.
განხორციელებულმა პროექტმა, რომ არ დაკარგოს აქტუალობა, მომავალ სასწავლო წელს(შესაძლებელია ყოველ წელს) სკოლა მოაწყობს, ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, სასკოლო ღონისძიებას, რომლის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩაერთვებიან სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment