სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის, მუხრანის ნიკო ბაგრატიონის სახელობის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის, ლია ალექსიძის საგანმანათლებლო ბლოგი
Saturday, May 13, 2023
განთავისუფლება
ქართული ენა და ლიტერატურა
ანბანის შემდგომი პერიოდი
სიმინდს ვთოხნიდი. წყალი შემომაკლდა. თოხი დავაყუდე, მათარა ავიღე და წყაროზე წავედი.
წყარო ზევით იყო, სათიბების იქთ. ბილიკს რომ მივუყვებოდი, კუს გადავეყარე. გავიფიქრე, ამ კუს შვილიშვილებს მივგვრი-მეთქი, ავიყვანე. ჯერ შეიმალა, მერე ფარჩხავდა და ასავსავებდა ფეხებს, მაგრამ ამაოდ-ხელიდან ვერ მეშვებოდა. საკმაოდ მძიმეც იყო. რად მინდა, რომ ასე ვატარო-მეთქი. სუფთა ადგილას ზურგზე დავაწვინე,-კუ ხომ თვითონ ვერ გადაბრუნდებოდა,- ჩამოვივლიდი და წავიყვანდი.
მივედი წყაროსთან, წყალი დავლიე, ხელ-პირი დავიბანე, გავტრიალდი, მათარაც გავავსე და უკან წამოვედი. სადაც კუ დავტოვე, იმ ადგილას, მეორე კუც დავინახე, ზურგზე ამობრუნებულ კუსთან მისულიყო, ფეხებგაფარჩხული და კისერაწვდილი უყურებდა. ერთი ვნახო, რას იზამენ-მეთქი, გავჩერდი და ვუყურებდი.
ზურგზე ამობრუნებული კუ ფეხებსა და თავს ასავსავებდა. მეორე კუ მივიდა, თვი შეაწვდინა წინა ფეხის სახსარზე, დაიძაბა, შეაბობღდა იმ ფეხზე. ზურგზე ამობრუნებულმა კუმ გადმოიწია, გადმოიწია ღონივრად, გადმობრუნდა, ერთი მიმოიხედა და აჩქარებული გადავიდა ბალახიანში. მიჰყვა მეორე კუც, მიდიოდნენ ერთმანეთის გვერდით, აღმა-დაღმა, თან თითქოს აღელვებულნი მილაპარაკობდნენ, მიარხევდნენ ბალახებს.
ისე მომეწონნენ, ღიმილითა და ხელის ცისკენ აწევით დავემშვიდობე:
-კეთილად გევლოთ!
დღე იყო ნათელი, ნათელი, ივნისისა.
კუნელის კენწორეზე მწყერჩიტა იჯდა და მაღლიდან დაგვგალობდა ყველას.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
ძირითადი რესურსი/ტექსტი/: რ. ინანიშვილი, „განთავისუფლება“ (ტექსტი სახელმძღვანელოდან, ავტ: გორდელაძე, თ. კუხიანიძე;
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
თემა: თანადგომა
შესაძლო დამატებითი თემატიკა: ურთიერთობები
კლასი: IV
საათების სავარაუდო რაოდენობა: 3
სკოლა: მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბურის )სახელობის #1საჯ.სკოლის 2კორპუსი
პედაგოგი: ლია ალექსიძე
მატრიცის სარჩევი
დავალება ცნებები და ქვეცნებები საკითხი საკვანძო შეკითხვები
კომიქსის შექმნა ტექსტი - კომიქსი
პერსონაჟის ხედვის კუთხე;
პირდაპირი და არაპირდაპირი მინიშნებები; რ.ინანიშვილის მოთხრობის - ,,განთავისუფლება“ - ბოლო ეპიზოდის საფუძველზე კომიქსის შედგენა
როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა კომიქსი მოთხრობის ბოლო ეპიზოდის საფუძველზე?
რომელ პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებზე დაყრდნობით წარმოვაჩინო თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე-მათი სიტყვები, ფიქრები, გრძნობები, ემოციები?
მოთხრობის სიუჟეტის გაგრძელება ტექსტი - მოთხრობა
პერსონაჟი;
• დიალოგი;
• წერის სტრატეგიები. მოთხრობის „განთავისუფლება“ გაგრძელება წერილობით, რომელშიც გადმოცემული იქნება ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი.
რის საფუძველზე გავაგრძელო მოთხრობა?
როგორ გადმოვცე ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი?
ხმელეთისა და ზღვის კუების შედარება
ფუნქციური სამეტყველო ქმედებები
• შედარება; ხმელეთისა და ზღვის კუების შედარება ვენის დიაგრამაზე დაყრდნობით
როგორ შევადარო ხმელეთისა და ზღვის კუები ვენის დიაგრამაზე დაყრდნობით ?
ამბის თხრობა მთხრობელის შეცვლით ტექსტი-მოთხრობა
ხედვის კუთხე
სიტყვის ფორმაცვალება
პირის ნაცვალსახელები მოთხრობის ,,განთავისუფლება“ მთხრობლის შეცვლა პირის ნაცვალსახელების გამოყენებით
როგორ გადმოვცე მოთხრობაში ,,განთავისუფლება“ გადმოცემული ამბავი პერსონაჟ კუს ხედვის კუთხიდან?
როგორ გამოვიყენო პირის ნაცვალსახელები?
სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები
საკითხი:
რ.ინანიშვილის მოთხრობის - ,,განთავისუფლება“ - ბოლო ეპიზოდის საფუძველზე კომიქსის შედგენა
ქვეცნებები:
პერსონაჟის ხედვის კუთხე;
კითხვის სტრატიები; საკვანძო შეკითხვები:
• როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა კომიქსი მოთხრობის ბოლო ეპიზოდის საფუძველზე?
• რომელ პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებზე დაყრდნობით წარმოვაჩინო თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე-მათი სიტყვები, ფიქრები, გრძნობები, ემოციები?
კომპლექსური დავალებები
(1) ტექსტი - კომიქსი
(შედეგები: I 2; I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)
1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
4. ტექსტი შეიძლება იყოს: კომიქსი
1. შინაარსი
კომიქსში ამბავი გადმოცემულია ნახატებით და „ღრუბლებში“ სიტყვებით.
„ღრუბლებში“ მოთავსებულია ის სიტყვები, რომლებითაც პერსონაჟები ელაპარაკებიან ერთმანეთს, მათი ფიქრები და ოცნებები;
ნახატები გამოხატავს პერსონაჟებს, მათ ქმედებებს, ზოგჯერ - გრძნობებსა და განწყობას, მოქმედების ადგილს;
ამბის გადმოსაცემად უმეტესწილად გამოიყენება საუბრები (/დიალოგები) პერსონაჟებს შორის;
დამატებით შესაძლებელია გამოყენებული იყოს მართკუთხედებში ჩასმული ავტორისეული კომენტარები, სხვა საჭირო მოკლე ინფორმაცია (მაგ., პერსონაჟებზე, მომხდარზე, მოქმედების დროზე).
2. აგებულება-სტრუქტურა
კომიქსში გადმოცემულ ამბავს აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული, რომლებიც თანმიმდევრულად ებმის ერთმანეთს;
კომიქსში ამბავი გადმოიცემა დროითი თანამიმდევრობის დაცვით.
კომიქსს აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა.
3. ენა
გამოიყენება სხვადასხვა შინაარსის წინადადებები, ხშირად გამოიყენება ემოციების აღმნიშვნელი სიტყვები და ფრაზები.
კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები)
ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების/დავალებების პირობის გაცნობა
დავალების მოთხოვნების გაცნობიერება
ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა
ნაბიჯი 1. რა ხერხები, რა სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის გასაგებად?(ტ3)
ა) რა სტრატეგიები გამოვიყენო ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად?
რესურსები/აქტივობები
რესურსი 1: ,,განთავისუფლება“
აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით
აქტივობა 2. ვარაუდებით შუა ნაწილის აღდგენა - მასწავლებელი წაიკითხავს ტექსტის I და II აბზაცს, რომელიც სრულდება სიტყვებით „ჩამოვივლიდი და წავიყვანდი“ და ტექსტი ბოლო ნაწილს სიტყვებიდან: „ისე მომეწონენ . . . “ მოსწავლეებმა უნდა ივარაუდონ და ზეპირად გადმოსცენ, რა მოხდა ამბის შუა ნაწილში.
რესურსი 2. კითხვის ხერხების ცხრილი
პასუხი პირდაპირ ტექსტში მოვიძიე.
ერთმანეთს დავუკავშირე მინიშნებები და გამოვიტანე დასკვნა;
მინიშნებები დავუკავშირე ჩემს ცოდნას, გამოცდილებას და გამოვიტანე დასკვნა.
შეკითხვა კითხვის რომელი ხერხი უნდა გამოიყენო? რატომ ფიქრობ ასე?
ა) როგორ მოახერხა კუმ გადმობრუნება?
ბ) რატომ დააწვინა კუ ზურგზე მთხრობელმა?
გ) რატომ ჰქვია ამ მოთხრობას „განთავისუფლება“?
დ) როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მთხრობელს შვილიშვილების მიმართ?
აქტივობა 3. კითხვის სტრატეგიებზე/ხერხებზე დაკვირვება - მოსწავლეები აკვირდებიან, რა ხერხები გამოიყენეს პასუხის გასაცემად და ავსებენ ცხრილს.
რესურსი 3. უჩვეულო კითხვების ცხრილი
აქტივობა 4: უჩვეულო კითხვები და პასუხები
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
კითხვის სტრატეგიები
როგორ ფიქრობ, რა მოხდა შუა ნაწილში? ---(აქტ. 2)
რატომ ფიქრობ ასე?
რა მინიშნებებს ეყრდნობი?---------
გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინები?
რა ხერხები გამოიყენეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად? (აქტ, 3, 4)
• პასუხი პირდაპირ მოიძიე ტექსტში?
• ერთმანეთს დაუკავშირე მინიშნებები და გამოიტანე დასკვნა?
• მინიშნებები დაუკავშირე შენს ცოდნას, გამოცდილებას და გამოიტანე დასკვნა?
ნაბიჯი 1. რა ხერხები, რა სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის გასაგებად? (ტ3)
ბ) რა სტრატეგიები გამოვიყენო უცნობის სიტყვების ამოსაცნობად და საათვისებლად?
გ) რა სტრატეგიები გამოვიყენო კითხვაში გასაწაფად, ტექსტის აგებულების ამოსაცნობად?
რესურსები./აქტივობები
რესურსი: ,,განთავისუფლება“
აქტივობა 1. ახალ/იშვიათად ხმარებულ სიტყვებზე მუშაობა
აქტივობა 2. ერთობლივი კითხვა ქოროში/გუნდურად, გაგრძელებებით კითხვა;
აქტივობა 3: ტექსტის ეპიზოდებად დაყოფა და ეპიზოდების დასათაურება
აქტივობა 4: გრძნობათა ყულაბა - მოსწავლის მიერ შერჩეული და წაკითხული ეპიზოდის მოსმენისას აღძრული გრძნობების ამორჩევა დაფაზე გაკეთებული ჩამონათვალიდან. (იხ. დანართი )
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
კითხვის სტრატეგიები რომელია თქვენთვის უცნობი სიტყვები? ვის შეუძლია მნიშვნელობის ამოცნობა წინადადებაზე დაყრდნობით?
როგორ გესმით: „ფეხებგაფარჩხული“, „კისერაწვდილი“? სხვანაირად როგორ იტყოდით ამას?
სხვანაირად როგორ იტყოდით: „ამაოდ“, „ფარჩხავდა“?
როგორ გესმით: ,,თოხი დავაყუდე“? სხვანაირად როგორ იტყოდა ამ სიტყვას მთხრობელი.
როგორ გესმით ,,კუს შვილიშვილებს მივგვრი-მეთქი“ სხვანაირად როგორ იტყოდით ამას?
სხვანაირად როგორ იტყოდით: „ასავსავებდა“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? მოიფიქრეთ ერთ-ორწინადადებიანი ამბავი ამ სიტყვების გამოყენებით.
როგორ გესმით ,,შეაწვდინა წინა ფეხის სახსარზე“? სხვანაირად როგორ იტყოდით ამას?
როგორ გესმით „მილაპარაკობდნენ“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? ერთი სიტყვით როგორ იტყვით: „მიდიოდნენ და მღეროდნენ“, „მიდიოდნენ და საუბრობდნენ“? (მიიმღეროდნენ, მისაუბრობდნენ)
როგორ გესმით ,,აღელვებულნი მილაპარაკობდნენ, მიარხევდნენ ბალახებს“? მოიფიქრეთ ერთ-ორწინადადებიანი ამბავი ამ სიტყვების გამოყენებით.
რამდენ ეპიზოდად დაყოფდით ამ მოთხრობას? (აქტ. 3)
რამდენი ამბისგან, მოვლენისგან შედგება იგი?
როგორ დაასათაურებდით მათ?
რატომ შეარჩიე ეს ეპიზოდი? (აქტ. 4)
რა გრძნობა აღძრა შენში ამ ეპიზოდმა? რატომ? რით ახსნი?
რისი თქმა უნდოდა მწერალს ამ ეპიზოდით?
ნაბიჯი 2.
რა პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებს დაეყრდენი პერსონაჟების ფიქრების, განზრახვისა თუ ნათქვამის ამოსაცნობად (ტ. 2);
რესურსები/აქტივობები
რესურსი 1: „განთავისუფლება“
რესურსი 1. პერსონაჟის სქემა
პერსონაჟი : --------
მიზანია
აკეთებს
ფიქრობს
რა შედეგი მიიღო
გრძნობს, განიცდის
ამბობს
როგორია პერსონაჟი?
აქტივობა 1. კითხვა-პასუხი ტექსტზე დაყრდნობით
აქტივობა 2. დაკვირვება ოთხივე პერსონაჟზე „პერსონაჟის სქემის“ გამოყენებით
აქტივობა 3. დაკვირვება კომიქსის შესაქმნელად მნიშვნელოვან მინიშნებებზე
პერსონაჟი 1.______________
ჩემთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნება რით არის მნიშვნელოვანი და საჭირო?
პერსონაჟი2.______________
ჩემთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნება რით არის მნიშვნელოვანი და საჭირო?
პერსონაჟი 3.______________
ჩემთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნება რით არის მნიშვნელოვანი და საჭირო?
პერსონაჟი 4______________
ჩემთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნება რით არის მნიშვნელოვანი და საჭირო?
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
პერსონაჟის ხედვის კუთხე;
კითხვის სტრატეგიები ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟი მოგეწონა? რატომ? (ახსენი შენი მოსაზრება) (აქტ. 1)
როგორ შეაფასებ მთხრობლის საქციელს? რატომ შეცვალა კაცმა თავისი გადაწყვეტილება, მას ხომ კუს თან წაყვანა უნდოდა?
როგორ შეაფასებ ორი კუს საქციელს?
როგორ ფიქრობ, რატომ მიაქცია მწერალმა ყურადღება ნათელ დღესა და მწყერჩიტას გალობას?
შენი აზრით, რას გვასწავლის ეს მოთხრობა? /რისი თქმა უნდოდა ავტორს ამ ამბის მოყოლით?
რატომ ფიქრობ ასე?
იზიარებ თუ არა მწერლის მთავარ სათქმელს? რატომ?
ვის აქვს განსხვავებული მოსაზრება? რატომ ფიქრობ ასე?
შენი აზრით, ასე რატომ დაასათაურა ავტორმა მოთხრობა?
რამდენად და როგორ ახასიათებს პერსონაჟს მისი სიტყვები, აზრები, ემოციები, ქმედებები და დამოკიდებულებები? (აქტ. 2)
როგორ იყენებს ავტორი მინიშნებებს პერსონაჟის ხასიათის გამოსაკვეთად?
როგორ ფიქრობთ, რას გრძნობდა ან ფიქრობდა მთხრობელი კუებთან დამშვიდობების დროს? რა მიგანიშნებთ ამაზე? (აქტ. 3)
როგორ ფიქრობთ, რას გრძნობდა ან ამბობდა მწყერჩიტა? რა მიგანიშნებთ ამაზე?
როგორ ფიქრობთ, რას გრძნობდნენ ან რაზე ლაპარაკობდნენ კუები? რა მიგანიშნებთ ამაზე?
რა საგულისხმო დეტალებს ამჩნევთ ბოლო ეპიზოდში?
პერსონაჟების რომელ მინიშნებს გამოიყენებ კომიქსის ბოლო ეპიზოდის შესაქმნელად? რატომ?
ნაბიჯი 3. რამდენად ასახავს კომიქსი მწერლის მთავარ სათქმელს? (ტ. 1);
რით ჰგავს შენი კომიქსი მოთხრობას, რით განსხვავდება მისგან (მოთხრობა 1, 2, 3 - კომიქსი 1, 2, 3); რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენე კომიქსის შესაქმნელად (ტ.3)
რესურსები/აქტივობები
რესურსი 1: კომიქსისა და ილუსტრაციის ნიმუშები (გ. ლაფაური, „ბოლოკა და ყვანჩალა“, ბაკურ სულაკაური; კომიქსის გაგრძელება იხ.დანართში)
აქტივობა 1: კომიქსის არსებითი მახასიათებლების გახსენება
აქტივობა 2: მეტაკოგნიტური პაუზა (დაფიქრება სტრატეგიებზე, გადასადგმელ ნაბიჯებზე)
აქტივობა 3. კომიქსზე დამოუკიდებლად მუშაობა (შესაძლოა საშინაო დავალება იყოს)
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
პერსონაჟის ხედვის კუთხე;
კითხვის სტრატეგიები რით ჰგავს და რით განსხვავდება პირველი ორი ნიმუში მესამისგან ? (აქტ.1)
რა მიზანს ისახავდნენ ავტორები მათი შექმნისას?
რით განსხვავდება კომიქსები ილუსტრირებული ნახატებისაგან?
შესაძლებელია თუ არა მესამე ნიმუში ვაქციოთ კომიქსად? როგორ?
საიდან ვიგებთ, რას ამბობენ პერსონაჟები?
როგორ მიგვანიშნებს კომიქსი, რომ პერსონაჟის ფიქრია გადმოცემული და არა საუბარი (პატარ-პატარა ღრუბლებით. იხ. ბოლოკას ფიქრები)?
როგორ მიგვანიშნებს კომიქსი, რომ პერსონაჟის საუბარია გადმოცემული?(ისრიანი ღრუბლებით)
საიდან ვიგებთ, როგორ ხასიათზე არიან, რა განწყობა აქვთ?
საიდან ვიგებთ, სად ან როდის ხდება მოქმედება?
შეგიქმნია თუ არა კომიქსი და რასთან დაკავშირებით? რა თემაზე?
რა საერთო მახასიათებლები აქვს კომიქსს?
როგორი წინადადებებია გამოყენებული?
რომელი სასვენი ნიშნებია გამოყენებული და რატომ?
რას იტყოდით, როგორი უნდა იყოს კარგი კომიქსი?
როგორ გარდავქმნა მოთხრობის ეს ეპიზოდი კომიქსად?
რა მინიშნებებს უნდა დავეყრდნო ხედვის კუთხის ამოცნობისთვის?
როგორ ავსახო კომიქსში პერსონაჟების შინაგანი სამყარო?
როგორ შექმნით კომიქსს? რა სტრატეგიებს გამოიყენებთ? რა ნაბიჯებს გადადგამთ მის შესაქმნელად?
როგორ ჩამოაყალიბა თითოეულმა თქვენგანმა სამოქმედო გეგმა?
ნაბიჯი 1.
ნაბიჯი 2.
ნაბიჯი 3.
მომცა თუ არა საშუალება დავალებამ ტექსტის შინაარსი სხვა კუთხით დამენახა? (აქტ, 3)
დავალების წარდგენა ინდივიდუალურად ან კლასის წინაშე;
მსმენელის დღიური:
რა მომეწონა, რომელი დეტალი იყო ჩემთვის საინტერესო და რატომ? რით ჰგავს, რით განსხავდება ჩემი კომიქსისგან? რას მიაქცია ყურადღება ისეთს, რაც მე გამომრჩა მხედველობიდან, ან პირიქით?
გამომსვლელი 1.
გამომსველელი 2.
დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)
რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად კომიქსია?
რამდენად ასახავს კომიქსი მწერლის მთავარ სათქმელს?
აღწერე, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების მოთხოვნებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს?
დავალება1: მოთხრობის სიუჟეტის გაგრძელება
გაიაზრე მოთხრობის ბოლო ეპიზოდი, რომელშიც მთხრობელი ემშვიდობება ორ კუს. დახატე კომიქსი ამ ეპიზოდის საფუძველზე.
კომიქსში:
გამოსახე ეპიზოდის მონაწილე პერსონაჟები: მთხრობელი, ორი კუ და მწყერჩიტა.
წარმოაჩინე, როგორია თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე - რას ფიქრობენ ან გრძნობენ, რას ამბობენ ისინი, როგორია მათი განზრახვა, რა სურთ მათ;
წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით, შეარჩიე სასვენი ნიშნები.
ნაშრომის წარდგენის შემდეგ, ისაუბრე:
• რა პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებს დაეყრდენი პერსონაჟების ფიქრების, განზრახვისა თუ ნათქვამის ამოსაცნობად (ტ. 2);
• რით ჰგავს შენი კომიქსი მოთხრობას, რით განსხვავდება მისგან (მოთხრობა 1, 2, 3 - კომიქსი 1, 2, 3);
• რამდენად ასახავს კომიქსი მწერლის მთავარ სათქმელს? იზიარებ (ტ. 1);
• რა ხერხები, რა სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის გასაგებად?(ტ3)
• რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენე კომიქსის შესაქმნელად (ტ. 3).
მაკროცნებები
სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები
საკითხი:
მოთხრობის „განთავისუფლება“ გაგრძელება წერილობით, რომელშიც გადმოცემული იქნება ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი.
ქვეცნება
• პერსონაჟი;
• დიალოგი
• წერის სტრატეგიები. საკვანძო შეკითხვა:
რის საფუძველზე გავაგრძელო მოთხრობა?
როგორ გადმოვცე ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი?
კომპლექსური დავალება
(1) ტექსტი -მოთხრობა
(შედეგები: I 2; I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)
1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
4. ტექსტი შეიძლება იყოს : მოთხრობა
1. შინაარსი
მოთხრობაში გადმოცემულია გამოგონილი ამბავი, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს ნამდვილ ამბავს;
მოთხრობაში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები;
თხრობა ხშირად გამდიდრებულია სხვადასხვა დეტალით;
მოთხრობაში შეიძლება ერთმანეთს ენაცვლებოდეს თხრობა და აღწერა, გამოყენებული იყოს დიალოგები.
2. აგებულება-სტრუქტურა
მოთხრობაში გადმოცემულ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;
მოთხრობაში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით;
მოთხრობას აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა.
3. ენა
მოთხრობაში გამოიყენება ხატოვანი ენა, იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;
გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.
შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები.
კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, გეზისმიმცემი შეკითხვები)
ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
რას მოითხოვს ჩვენგან დავალების პირობა?
შეგისრულებიათ თუ არა მსგავსი ტიპის დავალება?
რა მინიშნებებზე დაყრდნობით უნდა მოვახდინო ტექსტის გაგრძელება?
ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, დავალების წარდგენა
ნაბიჯი1. რა მინიშნებები გამოიყენე სიუჟეტის გასაგრძელებლად (ტ. 2); როგორ გამოიყენე დიალოგი პერსონაჟების ხასიათისა და მთავარი სათქმელის წარმოსაჩენად;
რესურსები/აქტივობები
რესურსი 1. ორი დიალოგი
დიალოგი 1.
წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი. იარეს, იარეს და წინ მახათი შემოეყარათ.
მახათმა გვრიტს დაუძახა:
- გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო?
- შვილების საძებნელადო.
- ეგ მამალი რაღად მოგდევსო?
- ჩემ საშველად მოდისო.
- მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო, - შესთავაზა მახათმა.
- ძალიან კარგიო, - უთხრა გვრიტმა.
დიალოგი 2.
მგელმა ხმა დაირბილა და გოგონას ჰკითხა:
- წითელქუდა, სად მიდიხარ?
წითელქუდამ მგელს უპასუხა:
- ბებიასთან მივდივარ, ღვეზელი და ერბო მიმაქვს.
- შორს ცხოვრობს შენი ბებო? – ჩაეკითხა მგელი.
- საკმაოდ, - მიუგო წითელქუდამ.
აქტივობა 1. შეკითხვების კალეიდოსკოპი
აქტივობა 2: პერსონაჟის, ბაბუას ხასიათის გამოკვეთა, მისი საქციელის შეფასება;
აქტივობა 3. დიალოგებზე მუშაობა;
აქტივობა 3. მასწავლებელი მოსწავლეებს შესაბამისი ინტონაციით კარნახობს 4-5 რეპლიკიან დიალოგს. ნაწერები ერთობლივად შემოწმდება და გასწორდება.
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
პერსონაჟი;
დიალოგი;
წერის სტრატეგიები; ვინ იყო სათოხარში წასული? (აქტ.1)
სად წავიდა წყლის მოსატანად ბაბუა?
რა ნახა გზაში?
ვისთვის მოინდომა კუს წაყვანა? რატომ ამოაყირავა კუ?
რა ნახა წყაროდან უკანმობრუნებულმა ბაბუამ?
როგორ მოიქცა იგი? როგორ აფასებ მის საქციელს?
რატომ ფიქრობთ, რომ სწორად/არასწორად მოიქცა ბაბუა?
ეთანხმები თუ არა ბაბუას გადაწყვეტილებას, როცა მან კუ თავისუფლად გაუშვა და შვილიშვილებს არ წაუყვანა? რა თვისებები გამოავლინა ამით მან? (აქტ. 2)
არის თუ არა ისეთი რამ, რაშიც არ ეთანხმებით?
თქვენ რომ მისი შვილიშვილი ყოფილიყავით, რას ეტყოდით ბაბუას?
როგორ გამოიყენებ ბაბუას თვისებების ცოდნას ნაწარმოების გაგრძელების მიზნით?
როგორი შვილიშვილები ეყოლებოდა მას?
ბაბუას თვისებების გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ რას ეტყოდა იგი შვილიშვილებს?
ვინ და ვინ საუბრობს? საიდან ვიგებთ?
რამდენი პირდაპირი ნათქვამი, ანუ რეპლიკაა მოცემული? საიდან ვიგებთ? რომელი სასვენი ნიშნით იწყება რეპლიკები? (აქტ,3)
რომელი სასვენი ნიშნები გვხდება რეპლიკების ბოლოს? რაზე მიანიშნებს?
სად გვხდება მითითება მოსაუბრის ქმედებაზე, რეპლიკის წინ თუ რეპლიკის შემდეგ? რა სასვენი ნიშნებია გამოყენებული, თუკი ჯერ მოსაუბრის ქმედებააა და მერე - რეპლიკა? რა სასვენი ნიშნებია გამოყენებული, თუკი ჯერ რეპლიკა წერია, მერე - მოსაუბრის ქმედება?
გადაამოწმე იგივე კანონზომირებაა თუ არა მეორე დიალოგში და გამოიყვანე წესი!
აუცილებელია თუ არა ყველა რეპლიკას ჰქონდეს მითითება მოსაუბრეზე?
ორივე დიალოგიდან ამოიწერეთ მოსაუბრის ქმედებების აღმნიშვნელი ზმნები.
ნაბიჯი. 2 რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი მოთხრობის გაგრძელებაა (მოთხრ. 1, 2, 3);
წერის რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულებისას (ტ. 3).
რესურსები/აქტივობები
აქტივობა 1: იდეების გენერირება
აქტივობა 2: წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა (იხ. დანართი 4)
აქტივობა 3. პირველადი ვარიანტის შედგენა, ურთიერთშეფასება გაუმჯობესების მიზნით;
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
პერსონაჟი;
დიალოგი;
წერის სტრატეგიები სად და როდის მოხდება ბაბუისა და შვილიშვილის შეხვედრა? (აქტ. 1)
როგორ მოუყვებოდა ბაბუა კუს ამბავს თავის შვილიშვილებს?
რას ეტყოდნენ ბავშვები ბაბუას?
რას უპასუხებდა ბაბუა?
რა დიალოგი გაიმართებოდა მათ შორის?
რა ხერხები/სტრატეგიები უნდა გამოიყენოთ წერის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ? (აქტ. 2)
რა ნაბიჯებს გადადგამთ ნამუშევრის დასასრულებლად?
როგორ გააუმჯობესებთ პირველად ნაწერს?
რა კრიტერიუმებს გამოიყენებთ ნაწერის გასაუმჯობესებლად?
შესაძლო კრიტერიუმები:
წარმოჩენილია შეხვედრის დეტალები;
გათვალისწინებულია ტექსტის მინიშნებები;
დიალოგში იკვეთება ბაბუის დამოკიდებულებები;
დიალოგში იკვეთება შვილიშვილების დამოკიდებულებები;
დიალოგში მართებულად არის დასმული სასვენი ნიშნები;
გაგრძელება აზრობრივად უკავშირდება ტექსტს და წარმოაჩენს ტექსტის მთავარ სათქმელს.
დავალების წარდგენა და მსმენელის დღიურის შევსება:
მოსწავლეები დავალებას წარადგენენ კლასის წინაშე და გამოფენენ ,,კომპლექსური დავალებების კედელზე“ . წარდგენისას შეივსება მსმენელის დღიური
რომელი სიტყვა ან წინადადება იყო ყველაზე საინტერესო/შთამბეჭდავი და რატომ?
დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)
რატომ გადაწყვიტე ამბის ამგვარად გაგრძელება?
რით და როგორ გააუმჯობესე ნაწერის თავდაპირველი ვარიანტი;
რა მინიშნებებზე დაყრდნობით შეძელი ამბის გაგრძელება?
ხომ არაფერს გაიხსენებ პირადი ცხოვრებიდან? ვინმეს თუ დახმარებიხარ? რა განცდა ეუფლება ადამიანს, როცა რაიმე სიკეთეს აკეთებს?
რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი მოთხრობის გაგრძელებაა?
აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს?
დავალება 2. მოთხრობის სიუჟეტის გაგრძელება
გააგრძელე მოთხრობა „განთავისუფლება“: წარმოიდგინე და წერილობით გადმოეცი ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი.
ნამუშევარში:
გადმოეცი, როგორ შეხვდნენ ბაბუა და შვილიშვილები ერთმანეთს - წარმოაჩინე სხვადასხვა დეტალი (მაგ. სად შეხვდნენ ერთმანეთს პერსონაჟები, როგორია მათი საცხოვრისი, ჰყავთ თუ არა სხვა ცხოველები);
რა დიალოგი გაიმართებოდა მათ შორის, როგორ დამთავრდებოდა მათი შეხვედრა;
გამოიყენე სხვადასხვა შინაარსის წინადადებები. დასვი სასვენი ნიშნები;
დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე:
• რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი მოთხრობის გაგრძელებაა (მოთხრ. 1, 2, 3);
• როგორ გამოიყენე დიალოგი პერსონაჟების ხასიათისა და მთავარი სათქმელის წარმოსაჩენად;
• რა მინიშნებები გამოიყენე სიუჟეტის გასაგრძელებლად (ტ. 2);
• წერის რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულებისას (ტ. 3).
მაკრო ცნება
სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები;
საკითხი:
ხმელეთისა და ზღვის კუების შედარება ვენის დიაგრამაზე დაყრდნობით
ქვეცნება - შედარება საკვანძო შეკითხვები:
როგორ შევადარო ხმელეთისა და ზღვის კუები ვენის დიაგრამაზე დაყრდნობით
კომპლექსური დავალებები
(2) ფუნქციური სამეტყველო ქმედება
(შედეგები: I. 1; I. 2; I. 3; I. 4; I; 5;I. 9; I. 13; I. 14; I. 15)
1. სამეტყველო ქმედების სხვადასხვა ტიპს (მაგ., თხრობას, აღწერას, დასაბუთებას) თავისებური სტრუქტურა-აგებულება აქვს.
2. მეტყველებისას საჭიროა სათქმელის თანამიმდევრულად გადმოცემა, სიტყვების შერჩევა სამეტყველო ამოცანის შესაბამისად.
3. ზეპირი სამეტყველო ქმედების დროს წინადადების შინაარსს გამოვხატავთ ინტონაციით, წერითი სამეტყველო ქმედების დროს - სასვენი ნიშნებით.
4. სამეტყველო ქმედების შესასრულებლად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები)
ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
როგორ, რა ფორმით უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?
აქტივობა 1. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება
• რას მოითხოვს თქვენგან ეს დავალება?
• რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ მის შესაქმნელად?
• რისი შესწავლა დაგვჭირდება?
ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა
ნაბიჯი 1. რამდენად და როგორ დაგეხმარა ვენის დიაგრამის გამოყენება შედარებისას (ფ. 4). რა ნაბიჯები გადადგი დავალების შესრულების დროს
რესურსები/აქტივობები
რესურსი 1. ტექსტი ხმელეთის კუების შესახებ (იხ. დანართი 2)
რესურსი 2. ტექსტი ზღვის კუების შესახებ (იხ. დანართი 2)
რესურსი 3. ვიდეოები კუებზე (ვიდეო-1, ვიდეო-2) (იხ. დანართი 3)
რესურსი 4. ვენის დიაგრამა (იხ: დანართი 4)
აქტივობა 1: ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე - პირველ ეტაპზე შეივსება ორი გრაფა: რა იციან ზოგადად კუების შესახებ და რის გაგება აინტერესებთ.
ვიცი მინდა ვიცოდე ვისწავლე
1.
2.
3.
აქტივობა 2: კლასის ერთი ნაწილი გამოკვეთს ხმელეთის კუების მახასიათებლებს, მეორე ნაწილი - ზღვის კუების მახასიათებლებს (რესურსი 1, 2);
აქტივობა 3. დამატებითი ვიდეოების ნახვა; (რესურსი 3)
აქტივობა 4: ცხრილში-ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე- მესამე გრაფის შევსება შეივსება მესამე გრაფა-,,ვისწავლე“.
აქტივობა 5: საკლასო სამუშაო - მოცემული კატეგორიების მიხედვით მსგავსება-განსხვავების გამოკვეთა ცხრილის საშუალებით
საერთო მახასიათებლები განსხვავება
ხმელეთის კუ ზღვის კუ
აქტივობა 6 : ვენის დიაგრამის გამოყენებით ორი ობიექტის შედარება (რესურსი 4)
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
შედარება რა იცით კუების შესახებ? (აქტ.1)
რისი გაგება გსურთ მათ შესახებ?
რა მახასიათებლებს, რა კატეგორიებს გამოყოფთ ხმელეთის კუს აღსაწერად? (მაგ. აგებულება, საბინადრო, გამრავლება, კვება?) (აქტ. 2)
რა მახასიათებლებს, რა კატეგორიებს გამოყოფთ ზღვის კუს აღსაწერად?
რამდენად მსგავსი კატეგორიები გამოყავით?
როგორ გამოვყოთ ორივესთვის საერთო კატეგორიები, რომ შესაძლებელი იყოს მათი შედარება საერთო კატეგორების მიხედვით?
რა ისწავლეთ ახალი კუების შესახებ? (აქტ. 4.)
როგორ დავაჯგუფო შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე მსგავსება-განსხვავებათა გამომხატველი კონკრეტული მაგალითები? (აქტ. 5)
როგორ, რა კატეგორიების მიხედვით შევადარო ორი კუ ერთმანეთს? (აქტ.6)
როგორ გამოვკვეთოთ მსგავსებები და განსხავებები კატეგორიების მიხედვით?
რა იცით ვენის დიაგრამის შესახებ? (იხ.დან)
გამოგიყენებია თუ არა ვენის დიაგრამა და რისთვის?
როგორი სტრუქტურა, აგებულება აქვს მას?
რა შემთხვევაში ვიყენებ ვენის დიაგრამას?
როგორ დაგეხმარება ვენის დიაგრამის გამოყენება ორი კუს შესადარებლად?
როგორი სტრუქტურა, აგებულება აქვს შედარებას?
ნაბიჯი 2: რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი შედარება ნათლად წარმოსადგენი და გასაგები იქნება (ფ 1, 2, 3).
რესურსები/აქტივობები
რესურსი 1. ვენის დიაგრამა
რესურსი 2. მოსწავლეთა მიერ შევსებული ვენის დიაგრამები
აქტივობა 1: ვენის დიაგრამის შევსება ცხრილის მიხედვით.
აქტივობა 2. რეპეტიციის გავლა ურთიერთშეფასების ბადის გამოყენებით
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
შედარება • რომელი საერთო კრიტერიუმების საფუძველზე შეადარე ხმელეთისა და ზღვის კუ ერთმანეთს? (აქტ. 1)
• შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე მსგავსება-განსხვავების რომელი კონკრეტული მახასიათებლები/ნიშან-თვისებები გამოყავი?
• რამდენად თანმიმდევრულად გამოვკვეთ მსგავსებებსა და განსხვავებებს კრიტერიუმების მიხედვით? (აქტ. 2)
• რამდენად თანამიმდევრულად ვსაუბრობ?
• რამდენად ვუწყობ ხელს მსმენელს ინფორმაციის აღქმაში ინტონაციით, პაუზებითა და მახვილებით?
დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)
• რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად შედარებაა?
• აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
• რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
• მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
• რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
• შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
• რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
• როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს?
დავალება 3: ხმელეთისა და ზღვის კუების შედარება
შეადგინე ვენის დიაგრამა, რომელშიც ასახავ ხმელეთისა და ზღვის კუების მსგავსება- განსხვავებას და მასზე დაყრდნობით ზეპირად შეადარე ისინი.
შედარებისას:
• შეადარე კუები შერჩეული საერთო კრიტერიუმების საფუძველზე;
• დააჯგუფე მსგავსება-განსხვავებათა კონკრეტული მაგალითები;
• შედარებისას გამოიყენე მსგავსებისა და განსხვავების აღმნიშვნელი სიტყვები და კონსტრუქციები;
• გამოიყენე ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი მრავალფეროვანი სიტყვები;
დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე:
• რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი შედარება ნათლად წარმოსადგენი და გასაგები იქნება (ფ 1, 2, 3)
• რამდენად და როგორ დაგეხმარა ვენის დიაგრამის გამოყენება შედარებისას (ფ. 4).
• რა ნაბიჯები გადადგი დავალების შესრულების დროს (ფ. 4).
მაკრო ცნება
სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები
საკითხი:
მოთხრობის ,,განთავისუფლება“ მთხრობლის შეცვლა პირის ნაცვალსახელების გამოყენებით
ქვეცნება
ხედვის კუთხე;
სიტყვის ფორმაცვალება;
პირის ნაცვალსახელები; საკვანძო შეკითხვა:
როგორ გადმოვცე მოთხრობაში ,,განთავისუფლება“ გადმოცემული ამბავი პერსონაჟ კუს ხედვის კუთხიდან?
როგორ გამოვიყენო პირის ნაცვალსახელები?
კომპლექსური დავალება
3) სიტყვის ფორმაცვალება
1. წინადადებაში სიტყვები ერთმანეთთან დასაკავშირებლად საჭირო ფორმას იძენს;
სიტყვის ფორმის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მნიშვნელობის ცვლილება.
1) ტექსტი - მოთხრობა
(შედეგები: I 2; I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)
1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.
4. ტექსტი შეიძლება იყოს: მოთხრობა
1. შინაარსი
მოთხრობაში გადმოცემულია გამოგონილი ამბავი, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს ნამდვილ ამბავს;
მოთხრობაში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები;
თხრობა ხშირად გამდიდრებულია სხვადასხვა დეტალით;
მოთხრობაში შეიძლება ერთმანეთს ენაცვლებოდეს თხრობა და აღწერა, გამოყენებული იყოს დიალოგები.
2. აგებულება-სტრუქტურა
მოთხრობაში გადმოცემულ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;
მოთხრობაში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით;
მოთხრობას აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა.
3. ენა
მოთხრობაში გამოიყენება ხატოვანი ენა, იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;
გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.
შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები.
ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
• ახსენით საკუთარი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან კომპლექსური დავალება?
• რაზე დაკვირვება, რისი გახსენება ან შესწავლა დაგვჭირდება ამ დავალების შესასრულებლად?
ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, კომპლექსური დავალების წარდგენა
ქვეცნება: პირის ნაცვალსახელები
ნაბიჯი 1. რატომ არის მნიშვნელოვანი თხრობისას ნაცვალსახელების გამოყენება? როგორ შეიცვალეს ფორმა ნაცვალსახელებმა წინადადების სხვა წევრებთან შესაკავშირებლად?
რესურსები/აქტივობები
რესურსი 1. „განთავისუფლება“
აქტივობა 1. ამოსავალი სიტყვის „ნიკა“ საჭიროებისამებრ ჩანაცვლება პირის ნაცვალსახელებით
,,ნიკა ამხანაგებთან ერთად წავიდა ლაშქრობაში. ნიკა ლაშქრობაში პირველად იყო. ნიკა ძალიან დაიღალა. ნიკას მძიმე ზურგჩანთა ჰქონდა. გიორგიმ ნიკას ჩანთა გაუცვალა. მდინარეზე გადასვლისას ნიკა ჩანთიანად წყალში ჩავარდა. ნიკამ გიორგის ჩანთა სულ დაასველა. გიორგი ნიკას წყლიდან ამოსვლაში მიეხმარა. გიორგიმ და ნიკამ ხალისით განაგრძეს გზა.
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
ხედვის კუთხე;
სიტყვის ფორმაცვალება;
პირის ნაცვალსახელები; რომელი პირის ნაცვალსახელები გამოიყენე დავალების შესასრულებლად? (აქტ.1)
რატომ არის მნიშვნელოვანი ამოსავალი სიტყვის ნაცვალსახელებით ჩანაცვლება?
როგორ იცვლის ფორმას ნაცვალსახელი წინადებების წევრებთან შესაკავშირებლად?
ნაბიჯი.2 რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულების დროს (ფ. 4).
რატომ ფიქრობ, რომ კუ ასე მოყვებდა ამ ამბავს? რა მინიშნებას ეყრდნობი? (ტ2); რა შეიცვალა მთხრობლის შეცვლით, რა დარჩა იგივე? (ტ. 1; მოთ. 1, 2, 3); რამდენად გაიზიარებდა პერსონაჟი მოთხრობის დედააზრს. ახსენი შენი მოსაზრება (ტ1)
რესურსები/აქტივობები
რესურსი 1. „განთავისუფლება“
რესურსი 2. მოსწავლეთა ნახატები
აქტივობა 1. ტექსტზე დაკვირვება, მთხრობელზე
აქტივობა 2. იდეების გენერირება (საყრდენები, რომლის მიხედვთაც მოსწავლე შეძლებს ამბის თხრობას)
აქტივობა 3. კუების ამბის დახატვა მშველელი კუს პერსპეტივიდან
აქტივობა 4. ნახატზე დაყრდნობით ამბის მოყოლა კუს პირით, რაც შეიძლება მეტი ნაცვალსახელის გამოყენებით.
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
ქვეცნება:
ხედვის კუთხე;
სიტყვის ფორმაცვალება;
პირის ნაცვალსახელები; რომელ პირშია დაწერილი მოთხრობა ,,განთავისუფლება? (აქტ. 1)
ვინ არის მთხრობელი? ვინ ყვება კუების ამბავს?
როგორ მოყვება იმავე ამბავს მეორე კუ - გადაბრუნებული კუს მშველელი?
როგორ გაეცნობოდა კუ მსმენელებს? ( მაგ. მე ვარ კუ. მინდა ჩემი ამბავი გიამბოთ) (აქტ. 2)
როგორ გაიხსენებდა გაჭირვებაში ჩავარდნილ თანამოძმესთან შეხვედრას? სად, როგორ ვითარებაში შეხვდა და რა გაიფიქრა პირველად?
კუ თავიდნავე დაინახავდა, კაცმა რომ აიყვანა მისი მეგობარი თუ შემთხვევით წააწყდა გადაბრუნებულ კუს?
რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დახმარებოდა?
როგორ იქნებოდა მისი დამოკიდებულება კაცის მიმართ?
როგორი იქნებოდა მისი დამოკიდებულება ტექსტის მთავარი სათქმელის მიმართ?
რომელი პირის ნაცვალსახელების გამოყენება დაგჭირდა/შეძელი?
მსმენელის დღიური:
რამდენი ნაცვალსახელი გამოიყენა? რომელი ფორმით? რა საინტერესო დეტალები გამოიკვეთა, რომლებისთვისაც ყურადღება არ მიმიქცევია?
გამომსვლელი 1.
გამომსვლელი 2.
დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)
• რა შეიცვლა მთხრობლის შეცვლით, რა დარჩა იგივე?
• მესამე პირის რომელი ნაცვალსახელები გამოიყენე?
• აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
• რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
• მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?
• რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
• შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
• რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
• როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს?
დავალება 4. ამბის თხრობა პირველ პირში
ნაწარმოებიდან ,,განთავისუფლება“, მესამე და მეოთხე აბზაცებზე დაყრდნობით მოიფიქრე, როგორ მოჰყვებოდა ამბავს მეორე კუ, რომელმაც გაჭირვებაში ჩავარდნილი თანამოძმე იპოვა. მოიფიქრე სათაური, მოამზადე ილუსტრაციები და მათზე დაყრდნობით მოჰყევი ამბავი ზეპირად, პირველ პირში, წარსულ დროში. გამოიყენე შესაბამისი პირის ნაცვალსახელები.
ნამუშევარში:
მოიფიქრე და წარმოაჩინე ახალი დეტალები (მაგ., როგორ გაგეცნობა მკითხველს, სად მიდიოდა კუ, როცა გაჭირვებაში ჩავარდნილი თანამოძმე იპოვნა, რატომ გადაწყვიტა დახმარებოდა, რა განცდა დაეუფლა, რა იფიქრა, როგორ შეძლო დახმარება და ა.შ)
გამოიყენე რაც შეიძლება მეტი ნაცვალსახელი;
წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით, შეარჩიე სასვენი ნიშნები .
ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:
• რატომ არის მნიშვნელოვანი თხრობისას ნაცვალსახელბის გამოყენება? როგორ შეიცვალა ნაცვალსახელების ფორმა წინადადების სხვა წევრებთან შესაკავშირებლად (ს1)
• რატომ ფიქრობ, რომ კუ ასე მოყვებდა ამ ამბავს? რა მინიშნებას ეყრდნობი? (ტ2)
• რამდენად გაიზიარებდა პერსონაჟი მოთხრობის დედააზრს. ახსენი შენი მოსაზრება (ტ1)
• რა შეიცვლა მთხრობლის შეცვლით, რა დარჩა იგივე?(ტ. 1; მოთ. 1, 2, 3);
• რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულების დროს (ტ. 3).
-
დანართი 1. კომიქსის „ყვანჩალა და ბოლოკას“ გაგრძელება (ავტ. გ. ლაფაური, ბაკურ სულაკაური);
დანართი 2
ხმელეთის კუ ქვეწარმავალია, რომელიც მთელ სიცოცხლეს ხმელეთზე ატარებს. მისი სხეული მოქცეულია ძვლოვან ჯავშანში. ჯავშანი შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა და უფრო ბრტყელი მუცლის ფარისაგან. ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით. სხეულის სიგრძე 10 სმ - 1 მ აღწევს. კბილები არა აქვთ, კისერი მოძრავია. თითები ერთმანეთთან აქვს შეზრდილი. თავით და ფეხებით მთლიანად იმალება ბაკანში. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგად განვითარებული აქვთ ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე. ისინი მრავლდებიან კვერცხებით. ერთი მდედრი 1-160 კვერცხს დებს. იკვებება მცენარეულობით, ასევე სხვადასხვა ქვეწარმავლით.
ხმელეთის კუს სახეობის უმეტესობა მშრალ გარემოში ან უდაბნოში ბინადრობს. მტაცებლებისგან მათ საიმედოდ იცავს მძიმე ბაკანი, მაგრამ ამის გამო ნელა მოძრაობენ, საკმაოდ ზანტი ცხოველები არიან. საათში დაახლოებით 90 მეტრს გადიან.
კუები დიდხანს ცოცხლობენ, ზოგი 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას.
ხმელეთის კუებიდან ყველაზე დიდია გიგანტური გალაპაგოსის კუ, რომელიც გალაპაგოსის შვიდივე კუნძულზე ბინადრობს.
ზღვის კუები მთელ სიცოცხლეს წყალში ატარებენ. ხმელეთზე ამოდიან მხოლოდ კვერცხის დასადებად. დაბალი ჯავშანი აქვთ. თავის მთლიანად შეწევა ჯავშანში არ შეუძლიათ. მათი შებრტყელებული ფორმის კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. წინა კიდურები უფრო გრძელია. მუცლის ფარი ზურგის ფარისაგან გამოყოფილია. ზღვის კუები ასეულ კმ-ს გადიან საკვებისა და გამრავლებისათვის ხელსაყრელი ადგილებისაკენ.
ზღვის კუს საკბილო მრავალფეროვანია, თუმცა ხშირად მარტოოდენ თევზს გეახლებათ. ხან მიირთმევს წყალმცენარეებს, კიბორჩხალას, მოლუსკს, ხამანწკას, ღრუბელას, კრევეტებს და მედუზებსაც კი.
რაც შეეხება მათ გამრავლებას: დედალი კუ ოც წუთში დებს 100-150 კვერცხს წინასწარ ამოთხრილ ორმოში, შემდეგ ქვიშით ავსებს და ტოვებს. 60 დღეში იჩეკებიან პატარები, ჩიჩქნიან ქვიშას და ამოდიან ზედაპირზე და პირდაპირ წყლისკენ მიემართებიან. ისინი დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. ამიტომაც ბევრი მათგანი იღუპება, რის ფონზეც კარგია, რომ დედალი კუ ამდენ კვერცხს დებს. თუმცა ამ არსებათა რაოდენობა, სამწუხაროდ, მაინც კლებულობს.
ყველაზე დიდია მწვანე კუ. მისი ჯავშნის სიგრძე 1,4 მ აღწევს, წონა 400 კგ-მდე. იკვებება წყალმცენარეებით. აქვს გემრიელი ხორცი და კვერცხი.
დანართი 3
კუ - https://video.search.yahoo.com/search/video?fr=mcafee&ei=UTF-8&p=%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%A3&type=E210US91215G91420#id=4&vid=457e7594c343734f9869352cbcd6d84e&action=click
კუ- ფაუნალენდი
https://video.search.yahoo.com/search/video?fr=mcafee&ei=UTF-8&p=%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%A3&type=E210US91215G91420#id=7&vid=f46cd851afb98c0a36c4e3cdc97c4b37&action=view
დანართი 4. მეთოდიკური დანართი
აქტივობა 3: გრძნობათა ყულაბა - მოსწავლის მიერ შერჩეული და წაკითხული ეპიზოდის მიხედვით დაფაზე ჩამოიწერება გრძნობები, რომლებიც შეიძლება აღეძრას ადამიანს ამ ნაწარმოების წაკითხვისას (მაგალითად, გაოცება, აღფრთოვანება, სიბრალული, თანაგრძნობა, შიში, თავისუფლების წყურვილი) მოსწავლეები წაიკითხავენ მათ მიერ შერჩეულ ეპიზოდს, სხვები კი ამოირჩევენ ჩამონათვალიდან იმ გრძნობას, რომელსაც აღძრავს თანაკლასელის მიერ წაკითხული ეპიზოდი.
შეკითხვა მოსწავლისთვის, რომელმაც შეარჩია ეპიზოდი შეკითხვა თანაკლასელსთვის
რატომ შეარჩიე ეს ეპიზოდი?
რისი თქმა უნდოდა მწერალს ამ ეპიზოდით? რომელი გრძნობა აღძრა შენში ამ ეპიზოდმა? რატომ?
მეტაკოგნიტური პაუზა
რას გულისხმობს მეტაკოგნიტური პაუზა? – სამუშაო პროცესის შეჩერებას იმ მიზნით, რომ გააანალიზო/გააცნობიერო, როგორ წარმართავ მას ან როგორ მიმდინარეობდა იგი. მეტაკოგნიტური პაუზა შეიძლება იყოს აქტივობის წინმსწრები ან აქტივობის შემდგომი.
წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა გულისხმობს აქტივობის შესრულებამდე დაფიქრებასა და მსჯელობას გადასადგმელ ნაბიჯებზე, გამოსაყენებელ ხერხებსა და სტრატეგიებზე.
შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა გულისხმობს, ასე ვთქვათ, „კადრების უკან დატრიალებას" - მოსწავლეები აკვირდებიან, როგორ იქცეოდნენ ისინი სამუშაოს შესრულების დროს - ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა, რა ვერ დაიძლია, რა შეცდომები იქნა დაშვებული და რატომ, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა ეგონათ და რა აღმოჩნდა. ამ დროს მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სამუშაო მეთოდებს, აფასებენ მათ ეფექტიანობასა და ეკონომიურობას, პოულობენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს, ურთიერთგაზიარებით ამდიდრებენ ერთმანეთის გამოცდილებას, სწავლობენ განსხვავებული სტრატეგიების გამოყენებას. მასწავლებელი, ცხადია, ხელს უწყობს მოსწავლეებს, გააცნობიერონ მნიშვნელოვანი ფაქტორები, ელემენტები, რომლებიც გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე. იგი, საჭიროებისამებრ, გეზს აძლევს მათ, სთავაზობს განსხვავებულ მიდგომებს.
მეტაკოგნიტური პაუზების ჩართვა მუშაობის პროცესში ხელს უწყობს თითოეულ მოსწავლეს, მოძებნოს საკუთარ თავში სიძნელეთა დაძლევის ახალი რესურსები, გახდეს უფრო ქმედითი, წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად. ასეთ კონტექსტში მკვეთრად იზრდება სწავლის მოტივაცია, რაც ორი ურთიერთდამოკიდებული ფაქტორითაა განპირობებული. ერთი მხრივ, მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლისათვის პრიორიტეტულია სწავლის პროცესი, ანუ არა იმის განსჯა, თუ რა იცის ან არ იცის მოსწავლემ, რა შეუძლია ან არ შეუძლია მას, არამედ მისი თანადგომა ცოდნის აგების პროცესში. ასეთ კონტექსტში არ არსებობენ წაგებულები და მოგებულები და მოსწავლეს უჩნდება იმის განცდა, რომ შეუძლია იმ ცოდნის შეძენა, რომელიც აკლია წარმატების მისაღწევად.
ამ მოცემულ შემთხვევაში მოსწავლეებს ამსჯელებთ იმაზე, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ წერითი დავალების შესარულებლად, რა სტრატეგიები დაეხმარებათ ამ ამოცანის გადაჭრაში. შესაძლებელია გუნდებმა თავ-თავიანთ ვერსიები შეიმუშავონ და შემდეგ ამ ვარიანტების ერთობლივი განხილვა მოხდეს. მასწავლებელი გეზისმიმცემი შეკითხვებით დაეხმარება - ამაში მას დახმარებას გაუწევს გზამკვლევში მოცემული წერის სტრატეგიების ჩამონათვალი.
ვენის დიაგრამა
მოკლე ინფორმაცია : ვენის დიაგრამა გამოისახება ორი ურთიერთგადამკვეთი წრეწირის სახით. წრეწირების გადაკვეთის შედეგად მიღებულ საერთო სეგმენტში იწერება ის საერთო, რაც ორ განსხვავებულ ობიექტს აქვს, მარცხნივ და მარჯვნივ კი მათი დამახასიათებელი ინდივიდუალური თავისებურებები აღინუსხება."ვენის დიაგრამა" წარმოადგენს ორ ურთიერთგადამკვეთ წრეწირს. ორი მოვლენის, საგნის შედარებისას I და III ნაწილებში ვწერთ განსხვავებულ ნიშან–თვისებებს, ხოლო II –ში– მსგავსს.
ვენის დიაგრამის გამოყენება შესაძლებელია ისეთი ცნებების დამუშავებისას, რომლებსაც საერთოც აქვთ და განსხვავებულიც. ამ გრაფიკული მაორგანიზებლის სახელწოდება მომდინარეობს ჯონ ვენის – ინგლისელი ფილოსოფოსის სახელისგან, რომელმაც დაამუშავა, აღწერა და გამოიყენა მსგავსი დიაგრამა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment