Saturday, May 13, 2023

კითხვის კლუბი წიგნიერი

ხელმძღვანელი: ლია ალექსიძე კლასი-IIIგ კითხვის კლუბი-“წიგნიერი“ სამუშაო გეგმა (2021-2022) № ჩასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი ჩატარების დრო შენიშვნა 1. კითხვის სალონის ორგანიზაციული საკითხები: ა)კლუბის წესდების გაცნობა; ბ) კლუბის მიზნები და ამოცანები; გ) მეცადინეობის ჩატარების დრო და ადგილი; დ) კლუბის წევრების ჩართულობა და პასუხისმგებლობა; ე) გასვლითი გაკვეთილები... კლუბის კურატორი, მოსწავლეები სექტემბერი 2. გურამ დოჩანაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება: „ყველაზე კარგი პაპა“, „ბაქანი“, „მთის გადაღმა“ კლუბის კურატორი, მოსწავლეები ოქტომბერი 3. „დიდი წიგნის“ ერთობლივი კითხვა, წაკითხული ლიტერატურიდან კომიქსების გაკეთება და პრეზენტაცია კლუბის კურატორი,მოსწავლეები ნოემბერი 4. ელექტრონული რესურსების შექმნა და პრეზენტაცია (დირექტორის დასწრებით) კლუბის კურატორი, მოსწავლეები დეკემბერი 5. ტესტური დავალების შედგენა და წყვილებში მუშაობა იანვარი 6. ლიტერატურის დამუშავება და ინტერვიუს ჩაწერა კლუბისკურატოი, მოსწავლეები თებერვალი 7. პოეზიის საღამო- დედის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილი ლექსები კლუბის კურატორი, მოსწავლეები მარტი 8. ბახტრიონზე- „წიგნის სახლში“ სტუმრობა: ა)სხვადასხვა ჟანრის ნაწარომოების გაცნობა, დამუშავება; ბ)წიგნის სტრუქტურის სწავლა და ხელნაკეთი წიგნების დამზადება. კლუბის კურატორი, მოსწავლეები აპრილი 9. „მწერალთა სახლში სტუმრობა“ არჩილ სულაკაურის შემოქმედების გაცნობა-ვასო გულეურის ხელმძღვანელობით კლუბის კურატორი, მოსწავლეები მაისი 10. ეკა გოგოლაშვილის-„იგავ-არაკთა პალიტრა“-ტექსტის გაგება-გააზრება და მსჯელობა წაკითხულთან დაკავშირებით; ბელა სარიას ტესტები. კლუბის კურატორი, მოსწავლეები ივნისი 2021/2022 სასწავლო წელს, მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბურის )სახელობის #1საჯ.სკოლის მე-3 გ კლასში ჩამოყალიბდა კითხვის კლუბი-„წიგნიერი“ ლია ალექსიძის ხელმძღვანელობით! „კითხვის კლუბის“ მიზნები და ამოცანები:  მოსწავლეებისათვს კითხვისადმი ინტერესის გაღვივება;  კითხვის კულტურის ჩამოყალიბება;  ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაცია;  მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა;  აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება; კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს უწყობს:  მოზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;  კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას;  გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას;  პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას;  კრიტიკული აზროვნების განვითარებას;  თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას ;  პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას;  დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას;  დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოყალიბებას. კლუბმა იმუშავა მთელი წლის განმავლობაში! მუშაობა იგეგმებოდა თვეში ერთხელ, ოთხშაბათს. „კითხვის კლუბის“ მეცადინეობაზე ჩავწერე ინტერვიუ, იმსჯელეს წაკითხული ნაწარმოების მიხედვით, ასევე ყურადღება გაამახვილეს საკუთარ მეტყველებაზე. მოსწავლეებს მოვასმენინე თავიანთი მსჯელობა, აღნიშნეს და გამოკვეთეს ძლიერი და სუსტი მხარეები. ამრიგად, დიდი ყურადღება დავუთმე კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, წაკითხულის გააზრებასა და საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სამუშაო დასახულ მიზნებს ემსახურებოდა! კითხვის კლუბის სამუშაო შეხვედრა. გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა...ფრიად საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო პროცესი! კითხვის კლუბის აქტივობები ითვალისწინებდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს, კერძოდ ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.  აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;  ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის;  მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები/ არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.). ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.  ამოიცნობს ტექსტის თემას, წვდება დედააზრს (მთავარ იდეას);  ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);  აკავშირებს ერთმანეთთან ექსპლიციტურად მოცემულ ფაქტებს, მოვლენებს, მოქმედებებს;  ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა;  აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული (მაგ., მსგავსება-განსხვავების) ნიშნით;  საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;  განსაზღვრავს მოქმედებათა დროსა და ადგილს;  განსაზღვრავს, რა იცის / რა არ იცის ცალკეულმა პერსონაჟმა;  ამოიცნობს პერსონაჟების მოქმედებებს, გრძნობებს, ემოციებს;  ამოიცნობს, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ პერსონაჟებს ერთმანეთთან (ნათესაური, მტრული, მეგობრული და სხვ.);  გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისს, ამბის შუა ნაწილს, დასასრულს);  განსაზღვრავს რეპლიკის ავტორს, ადრესატსა და მიზანს (რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვ.);  აკვირდება მხატვრული ტექსტების ენას, მწერლისეულ ლექსიკას;  ეძებს და პოულობს, რომელ რუბრიკას / ქვესათაურს უკავშირდება ილუსტრაცია, მისი წარწერა. ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.  გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;  ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნა;  ასახელებს საყვარელ პერსონაჟს და ხსნის საკუთარ არჩევანს;  ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს საქციელს.  ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე. კითხვის სწავლებისადმი ჰოლისტური მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ტექსტიდან აზრის გამოტანის მნიშვნელობაზე. მოტივაცია კითხვის სწავლების პროცესში მნიშვნელოვნად არის მიჩნეული და ამიტომაც ავთენტური (რეალური, კონკრეტული), საინტერესო ლიტერატურის გამოყენება, ტექსტებით მდიდარი გარემოს შექმნა ეხმარება მოზარდებს კითხვის მოტივაციის გაღვივებაში. ამ მეთოდის ქვაკუთხედია: ერთის მხრივ, წიგნის მახასიათებლების ათვისებისა და, მეორე მხრივ, ჰოლისტური მიდგომის საუკეთესო მეთოდია ,,დიდი წიგნების ერთობლივი” კითხვა. კლასში იყო პრობლემები: 1. ტექსტიდან მთლიანი რთული სიტყვის ამოკითხვა; 2. წაკითხულიდან აზრის გამოტანა; 3. საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხულის მიმართ; 4. ტექსტის მთლიანობაში აღქმაკლუბში ასეთი მეთოდით სწავლება მოსწავლეთათვის საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს, იწვევს მოსწავლეთა მაღალ მოტივაციას. რაც მთავარია, ამ მეთოდით გარანტირებულია გააზრებული კითხვის უნარის ჩამოყალიბება. მოსწავლეები დიდი ხალისით აკეთებენ კომიკსებს, რაც მნიშვნელოვანია წაკითხულის გასააზრებლად, ასევე მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტესტური დავალების შესრულება და წყვილებში მუშაობა. კლუბის შექმნისას გავითვალისწინე ჩემი სამიზნე ჯგუფის ასაკობრივი და ინდივიდუალური შესაძლებლობები. ვეცადე ლიტერატურა მათი ინტერესებიდან გამომდინარე შემეთავაზებინა, ტექსტების შინაარსი კი ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო. ტექსტის კითხვის პროცესი სახალისო და საიტერესო აღმოჩნდა. მსგავსი აქტივობის განხორციელება მოსწავლეს უვითარებს სხვადასხვა უნარს. პატარა მკითხველს უმარტივებს და აყვარებს კითხვის პროცესს; უჩენს ინტერესს ტექსტის მიმართ, უადვილებს ტექსტის მთლიანობის აღქმას, უმდიდრებს ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარებს, უმუშავებს გუნდურობისა და თანამშრომლობით უნარ-ჩევევბს, ყოველივე ეს კლუბის დადებითი მხარეა.

განთავისუფლება

ქართული ენა და ლიტერატურა ანბანის შემდგომი პერიოდი სიმინდს ვთოხნიდი. წყალი შემომაკლდა. თოხი დავაყუდე, მათარა ავიღე და წყაროზე წავედი. წყარო ზევით იყო, სათიბების იქთ. ბილიკს რომ მივუყვებოდი, კუს გადავეყარე. გავიფიქრე, ამ კუს შვილიშვილებს მივგვრი-მეთქი, ავიყვანე. ჯერ შეიმალა, მერე ფარჩხავდა და ასავსავებდა ფეხებს, მაგრამ ამაოდ-ხელიდან ვერ მეშვებოდა. საკმაოდ მძიმეც იყო. რად მინდა, რომ ასე ვატარო-მეთქი. სუფთა ადგილას ზურგზე დავაწვინე,-კუ ხომ თვითონ ვერ გადაბრუნდებოდა,- ჩამოვივლიდი და წავიყვანდი. მივედი წყაროსთან, წყალი დავლიე, ხელ-პირი დავიბანე, გავტრიალდი, მათარაც გავავსე და უკან წამოვედი. სადაც კუ დავტოვე, იმ ადგილას, მეორე კუც დავინახე, ზურგზე ამობრუნებულ კუსთან მისულიყო, ფეხებგაფარჩხული და კისერაწვდილი უყურებდა. ერთი ვნახო, რას იზამენ-მეთქი, გავჩერდი და ვუყურებდი. ზურგზე ამობრუნებული კუ ფეხებსა და თავს ასავსავებდა. მეორე კუ მივიდა, თვი შეაწვდინა წინა ფეხის სახსარზე, დაიძაბა, შეაბობღდა იმ ფეხზე. ზურგზე ამობრუნებულმა კუმ გადმოიწია, გადმოიწია ღონივრად, გადმობრუნდა, ერთი მიმოიხედა და აჩქარებული გადავიდა ბალახიანში. მიჰყვა მეორე კუც, მიდიოდნენ ერთმანეთის გვერდით, აღმა-დაღმა, თან თითქოს აღელვებულნი მილაპარაკობდნენ, მიარხევდნენ ბალახებს. ისე მომეწონნენ, ღიმილითა და ხელის ცისკენ აწევით დავემშვიდობე: -კეთილად გევლოთ! დღე იყო ნათელი, ნათელი, ივნისისა. კუნელის კენწორეზე მწყერჩიტა იჯდა და მაღლიდან დაგვგალობდა ყველას. საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა ძირითადი რესურსი/ტექსტი/: რ. ინანიშვილი, „განთავისუფლება“ (ტექსტი სახელმძღვანელოდან, ავტ: გორდელაძე, თ. კუხიანიძე; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) თემა: თანადგომა შესაძლო დამატებითი თემატიკა: ურთიერთობები კლასი: IV საათების სავარაუდო რაოდენობა: 3 სკოლა: მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბურის )სახელობის #1საჯ.სკოლის 2კორპუსი პედაგოგი: ლია ალექსიძე მატრიცის სარჩევი დავალება ცნებები და ქვეცნებები საკითხი საკვანძო შეკითხვები კომიქსის შექმნა ტექსტი - კომიქსი პერსონაჟის ხედვის კუთხე; პირდაპირი და არაპირდაპირი მინიშნებები; რ.ინანიშვილის მოთხრობის - ,,განთავისუფლება“ - ბოლო ეპიზოდის საფუძველზე კომიქსის შედგენა როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა კომიქსი მოთხრობის ბოლო ეპიზოდის საფუძველზე? რომელ პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებზე დაყრდნობით წარმოვაჩინო თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე-მათი სიტყვები, ფიქრები, გრძნობები, ემოციები? მოთხრობის სიუჟეტის გაგრძელება ტექსტი - მოთხრობა პერსონაჟი; • დიალოგი; • წერის სტრატეგიები. მოთხრობის „განთავისუფლება“ გაგრძელება წერილობით, რომელშიც გადმოცემული იქნება ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი. რის საფუძველზე გავაგრძელო მოთხრობა? როგორ გადმოვცე ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი? ხმელეთისა და ზღვის კუების შედარება ფუნქციური სამეტყველო ქმედებები • შედარება; ხმელეთისა და ზღვის კუების შედარება ვენის დიაგრამაზე დაყრდნობით როგორ შევადარო ხმელეთისა და ზღვის კუები ვენის დიაგრამაზე დაყრდნობით ? ამბის თხრობა მთხრობელის შეცვლით ტექსტი-მოთხრობა ხედვის კუთხე სიტყვის ფორმაცვალება პირის ნაცვალსახელები მოთხრობის ,,განთავისუფლება“ მთხრობლის შეცვლა პირის ნაცვალსახელების გამოყენებით როგორ გადმოვცე მოთხრობაში ,,განთავისუფლება“ გადმოცემული ამბავი პერსონაჟ კუს ხედვის კუთხიდან? როგორ გამოვიყენო პირის ნაცვალსახელები? სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები საკითხი: რ.ინანიშვილის მოთხრობის - ,,განთავისუფლება“ - ბოლო ეპიზოდის საფუძველზე კომიქსის შედგენა ქვეცნებები: პერსონაჟის ხედვის კუთხე; კითხვის სტრატიები; საკვანძო შეკითხვები: • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა კომიქსი მოთხრობის ბოლო ეპიზოდის საფუძველზე? • რომელ პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებზე დაყრდნობით წარმოვაჩინო თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე-მათი სიტყვები, ფიქრები, გრძნობები, ემოციები? კომპლექსური დავალებები (1) ტექსტი - კომიქსი (შედეგები: I 2; I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15) 1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება. 2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა. 3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება. 4. ტექსტი შეიძლება იყოს: კომიქსი 1. შინაარსი  კომიქსში ამბავი გადმოცემულია ნახატებით და „ღრუბლებში“ სიტყვებით.  „ღრუბლებში“ მოთავსებულია ის სიტყვები, რომლებითაც პერსონაჟები ელაპარაკებიან ერთმანეთს, მათი ფიქრები და ოცნებები;  ნახატები გამოხატავს პერსონაჟებს, მათ ქმედებებს, ზოგჯერ - გრძნობებსა და განწყობას, მოქმედების ადგილს;  ამბის გადმოსაცემად უმეტესწილად გამოიყენება საუბრები (/დიალოგები) პერსონაჟებს შორის;  დამატებით შესაძლებელია გამოყენებული იყოს მართკუთხედებში ჩასმული ავტორისეული კომენტარები, სხვა საჭირო მოკლე ინფორმაცია (მაგ., პერსონაჟებზე, მომხდარზე, მოქმედების დროზე). 2. აგებულება-სტრუქტურა  კომიქსში გადმოცემულ ამბავს აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული, რომლებიც თანმიმდევრულად ებმის ერთმანეთს;  კომიქსში ამბავი გადმოიცემა დროითი თანამიმდევრობის დაცვით.  კომიქსს აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა. 3. ენა გამოიყენება სხვადასხვა შინაარსის წინადადებები, ხშირად გამოიყენება ემოციების აღმნიშვნელი სიტყვები და ფრაზები. კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები) ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების/დავალებების პირობის გაცნობა დავალების მოთხოვნების გაცნობიერება  ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?  რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?  რისი შესწავლა დაგჭირდებათ? ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ნაბიჯი 1. რა ხერხები, რა სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის გასაგებად?(ტ3) ა) რა სტრატეგიები გამოვიყენო ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად? რესურსები/აქტივობები რესურსი 1: ,,განთავისუფლება“ აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით აქტივობა 2. ვარაუდებით შუა ნაწილის აღდგენა - მასწავლებელი წაიკითხავს ტექსტის I და II აბზაცს, რომელიც სრულდება სიტყვებით „ჩამოვივლიდი და წავიყვანდი“ და ტექსტი ბოლო ნაწილს სიტყვებიდან: „ისე მომეწონენ . . . “ მოსწავლეებმა უნდა ივარაუდონ და ზეპირად გადმოსცენ, რა მოხდა ამბის შუა ნაწილში. რესურსი 2. კითხვის ხერხების ცხრილი  პასუხი პირდაპირ ტექსტში მოვიძიე.  ერთმანეთს დავუკავშირე მინიშნებები და გამოვიტანე დასკვნა;  მინიშნებები დავუკავშირე ჩემს ცოდნას, გამოცდილებას და გამოვიტანე დასკვნა. შეკითხვა კითხვის რომელი ხერხი უნდა გამოიყენო? რატომ ფიქრობ ასე? ა) როგორ მოახერხა კუმ გადმობრუნება? ბ) რატომ დააწვინა კუ ზურგზე მთხრობელმა? გ) რატომ ჰქვია ამ მოთხრობას „განთავისუფლება“? დ) როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მთხრობელს შვილიშვილების მიმართ? აქტივობა 3. კითხვის სტრატეგიებზე/ხერხებზე დაკვირვება - მოსწავლეები აკვირდებიან, რა ხერხები გამოიყენეს პასუხის გასაცემად და ავსებენ ცხრილს. რესურსი 3. უჩვეულო კითხვების ცხრილი აქტივობა 4: უჩვეულო კითხვები და პასუხები სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: კითხვის სტრატეგიები  როგორ ფიქრობ, რა მოხდა შუა ნაწილში? ---(აქტ. 2)  რატომ ფიქრობ ასე?  რა მინიშნებებს ეყრდნობი?---------  გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინები?  რა ხერხები გამოიყენეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად? (აქტ, 3, 4) • პასუხი პირდაპირ მოიძიე ტექსტში? • ერთმანეთს დაუკავშირე მინიშნებები და გამოიტანე დასკვნა? • მინიშნებები დაუკავშირე შენს ცოდნას, გამოცდილებას და გამოიტანე დასკვნა? ნაბიჯი 1. რა ხერხები, რა სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის გასაგებად? (ტ3) ბ) რა სტრატეგიები გამოვიყენო უცნობის სიტყვების ამოსაცნობად და საათვისებლად? გ) რა სტრატეგიები გამოვიყენო კითხვაში გასაწაფად, ტექსტის აგებულების ამოსაცნობად? რესურსები./აქტივობები რესურსი: ,,განთავისუფლება“ აქტივობა 1. ახალ/იშვიათად ხმარებულ სიტყვებზე მუშაობა აქტივობა 2. ერთობლივი კითხვა ქოროში/გუნდურად, გაგრძელებებით კითხვა; აქტივობა 3: ტექსტის ეპიზოდებად დაყოფა და ეპიზოდების დასათაურება აქტივობა 4: გრძნობათა ყულაბა - მოსწავლის მიერ შერჩეული და წაკითხული ეპიზოდის მოსმენისას აღძრული გრძნობების ამორჩევა დაფაზე გაკეთებული ჩამონათვალიდან. (იხ. დანართი ) სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: კითხვის სტრატეგიები  რომელია თქვენთვის უცნობი სიტყვები? ვის შეუძლია მნიშვნელობის ამოცნობა წინადადებაზე დაყრდნობით?  როგორ გესმით: „ფეხებგაფარჩხული“, „კისერაწვდილი“? სხვანაირად როგორ იტყოდით ამას?  სხვანაირად როგორ იტყოდით: „ამაოდ“, „ფარჩხავდა“?  როგორ გესმით: ,,თოხი დავაყუდე“? სხვანაირად როგორ იტყოდა ამ სიტყვას მთხრობელი.  როგორ გესმით ,,კუს შვილიშვილებს მივგვრი-მეთქი“ სხვანაირად როგორ იტყოდით ამას?  სხვანაირად როგორ იტყოდით: „ასავსავებდა“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? მოიფიქრეთ ერთ-ორწინადადებიანი ამბავი ამ სიტყვების გამოყენებით.  როგორ გესმით ,,შეაწვდინა წინა ფეხის სახსარზე“? სხვანაირად როგორ იტყოდით ამას?  როგორ გესმით „მილაპარაკობდნენ“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? ერთი სიტყვით როგორ იტყვით: „მიდიოდნენ და მღეროდნენ“, „მიდიოდნენ და საუბრობდნენ“? (მიიმღეროდნენ, მისაუბრობდნენ)  როგორ გესმით ,,აღელვებულნი მილაპარაკობდნენ, მიარხევდნენ ბალახებს“? მოიფიქრეთ ერთ-ორწინადადებიანი ამბავი ამ სიტყვების გამოყენებით.  რამდენ ეპიზოდად დაყოფდით ამ მოთხრობას? (აქტ. 3)  რამდენი ამბისგან, მოვლენისგან შედგება იგი?  როგორ დაასათაურებდით მათ?  რატომ შეარჩიე ეს ეპიზოდი? (აქტ. 4)  რა გრძნობა აღძრა შენში ამ ეპიზოდმა? რატომ? რით ახსნი?  რისი თქმა უნდოდა მწერალს ამ ეპიზოდით? ნაბიჯი 2. რა პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებს დაეყრდენი პერსონაჟების ფიქრების, განზრახვისა თუ ნათქვამის ამოსაცნობად (ტ. 2); რესურსები/აქტივობები რესურსი 1: „განთავისუფლება“ რესურსი 1. პერსონაჟის სქემა პერსონაჟი : -------- მიზანია აკეთებს ფიქრობს რა შედეგი მიიღო გრძნობს, განიცდის ამბობს როგორია პერსონაჟი? აქტივობა 1. კითხვა-პასუხი ტექსტზე დაყრდნობით აქტივობა 2. დაკვირვება ოთხივე პერსონაჟზე „პერსონაჟის სქემის“ გამოყენებით აქტივობა 3. დაკვირვება კომიქსის შესაქმნელად მნიშვნელოვან მინიშნებებზე პერსონაჟი 1.______________ ჩემთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნება რით არის მნიშვნელოვანი და საჭირო? პერსონაჟი2.______________ ჩემთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნება რით არის მნიშვნელოვანი და საჭირო? პერსონაჟი 3.______________ ჩემთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნება რით არის მნიშვნელოვანი და საჭირო? პერსონაჟი 4______________ ჩემთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნება რით არის მნიშვნელოვანი და საჭირო? სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: პერსონაჟის ხედვის კუთხე; კითხვის სტრატეგიები  ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟი მოგეწონა? რატომ? (ახსენი შენი მოსაზრება) (აქტ. 1)  როგორ შეაფასებ მთხრობლის საქციელს? რატომ შეცვალა კაცმა თავისი გადაწყვეტილება, მას ხომ კუს თან წაყვანა უნდოდა?  როგორ შეაფასებ ორი კუს საქციელს?  როგორ ფიქრობ, რატომ მიაქცია მწერალმა ყურადღება ნათელ დღესა და მწყერჩიტას გალობას?  შენი აზრით, რას გვასწავლის ეს მოთხრობა? /რისი თქმა უნდოდა ავტორს ამ ამბის მოყოლით?  რატომ ფიქრობ ასე?  იზიარებ თუ არა მწერლის მთავარ სათქმელს? რატომ?  ვის აქვს განსხვავებული მოსაზრება? რატომ ფიქრობ ასე?  შენი აზრით, ასე რატომ დაასათაურა ავტორმა მოთხრობა?  რამდენად და როგორ ახასიათებს პერსონაჟს მისი სიტყვები, აზრები, ემოციები, ქმედებები და დამოკიდებულებები? (აქტ. 2)  როგორ იყენებს ავტორი მინიშნებებს პერსონაჟის ხასიათის გამოსაკვეთად?  როგორ ფიქრობთ, რას გრძნობდა ან ფიქრობდა მთხრობელი კუებთან დამშვიდობების დროს? რა მიგანიშნებთ ამაზე? (აქტ. 3)  როგორ ფიქრობთ, რას გრძნობდა ან ამბობდა მწყერჩიტა? რა მიგანიშნებთ ამაზე?  როგორ ფიქრობთ, რას გრძნობდნენ ან რაზე ლაპარაკობდნენ კუები? რა მიგანიშნებთ ამაზე?  რა საგულისხმო დეტალებს ამჩნევთ ბოლო ეპიზოდში?  პერსონაჟების რომელ მინიშნებს გამოიყენებ კომიქსის ბოლო ეპიზოდის შესაქმნელად? რატომ? ნაბიჯი 3. რამდენად ასახავს კომიქსი მწერლის მთავარ სათქმელს? (ტ. 1); რით ჰგავს შენი კომიქსი მოთხრობას, რით განსხვავდება მისგან (მოთხრობა 1, 2, 3 - კომიქსი 1, 2, 3); რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენე კომიქსის შესაქმნელად (ტ.3) რესურსები/აქტივობები რესურსი 1: კომიქსისა და ილუსტრაციის ნიმუშები (გ. ლაფაური, „ბოლოკა და ყვანჩალა“, ბაკურ სულაკაური; კომიქსის გაგრძელება იხ.დანართში) აქტივობა 1: კომიქსის არსებითი მახასიათებლების გახსენება აქტივობა 2: მეტაკოგნიტური პაუზა (დაფიქრება სტრატეგიებზე, გადასადგმელ ნაბიჯებზე) აქტივობა 3. კომიქსზე დამოუკიდებლად მუშაობა (შესაძლოა საშინაო დავალება იყოს) სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: პერსონაჟის ხედვის კუთხე; კითხვის სტრატეგიები  რით ჰგავს და რით განსხვავდება პირველი ორი ნიმუში მესამისგან ? (აქტ.1)  რა მიზანს ისახავდნენ ავტორები მათი შექმნისას?  რით განსხვავდება კომიქსები ილუსტრირებული ნახატებისაგან?  შესაძლებელია თუ არა მესამე ნიმუში ვაქციოთ კომიქსად? როგორ?  საიდან ვიგებთ, რას ამბობენ პერსონაჟები?  როგორ მიგვანიშნებს კომიქსი, რომ პერსონაჟის ფიქრია გადმოცემული და არა საუბარი (პატარ-პატარა ღრუბლებით. იხ. ბოლოკას ფიქრები)?  როგორ მიგვანიშნებს კომიქსი, რომ პერსონაჟის საუბარია გადმოცემული?(ისრიანი ღრუბლებით)  საიდან ვიგებთ, როგორ ხასიათზე არიან, რა განწყობა აქვთ?  საიდან ვიგებთ, სად ან როდის ხდება მოქმედება?  შეგიქმნია თუ არა კომიქსი და რასთან დაკავშირებით? რა თემაზე?  რა საერთო მახასიათებლები აქვს კომიქსს?  როგორი წინადადებებია გამოყენებული?  რომელი სასვენი ნიშნებია გამოყენებული და რატომ?  რას იტყოდით, როგორი უნდა იყოს კარგი კომიქსი?  როგორ გარდავქმნა მოთხრობის ეს ეპიზოდი კომიქსად?  რა მინიშნებებს უნდა დავეყრდნო ხედვის კუთხის ამოცნობისთვის?  როგორ ავსახო კომიქსში პერსონაჟების შინაგანი სამყარო?  როგორ შექმნით კომიქსს? რა სტრატეგიებს გამოიყენებთ? რა ნაბიჯებს გადადგამთ მის შესაქმნელად?  როგორ ჩამოაყალიბა თითოეულმა თქვენგანმა სამოქმედო გეგმა?  ნაბიჯი 1.  ნაბიჯი 2.  ნაბიჯი 3.  მომცა თუ არა საშუალება დავალებამ ტექსტის შინაარსი სხვა კუთხით დამენახა? (აქტ, 3) დავალების წარდგენა ინდივიდუალურად ან კლასის წინაშე; მსმენელის დღიური: რა მომეწონა, რომელი დეტალი იყო ჩემთვის საინტერესო და რატომ? რით ჰგავს, რით განსხავდება ჩემი კომიქსისგან? რას მიაქცია ყურადღება ისეთს, რაც მე გამომრჩა მხედველობიდან, ან პირიქით? გამომსვლელი 1. გამომსველელი 2. დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)  რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად კომიქსია?  რამდენად ასახავს კომიქსი მწერლის მთავარ სათქმელს?  აღწერე, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;  რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?  მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?  რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების მოთხოვნებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?  შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?  რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?  როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს? დავალება1: მოთხრობის სიუჟეტის გაგრძელება გაიაზრე მოთხრობის ბოლო ეპიზოდი, რომელშიც მთხრობელი ემშვიდობება ორ კუს. დახატე კომიქსი ამ ეპიზოდის საფუძველზე. კომიქსში:  გამოსახე ეპიზოდის მონაწილე პერსონაჟები: მთხრობელი, ორი კუ და მწყერჩიტა.  წარმოაჩინე, როგორია თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე - რას ფიქრობენ ან გრძნობენ, რას ამბობენ ისინი, როგორია მათი განზრახვა, რა სურთ მათ;  წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით, შეარჩიე სასვენი ნიშნები. ნაშრომის წარდგენის შემდეგ, ისაუბრე: • რა პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებს დაეყრდენი პერსონაჟების ფიქრების, განზრახვისა თუ ნათქვამის ამოსაცნობად (ტ. 2); • რით ჰგავს შენი კომიქსი მოთხრობას, რით განსხვავდება მისგან (მოთხრობა 1, 2, 3 - კომიქსი 1, 2, 3); • რამდენად ასახავს კომიქსი მწერლის მთავარ სათქმელს? იზიარებ (ტ. 1); • რა ხერხები, რა სტრატეგიები გამოიყენე მოთხრობის გასაგებად?(ტ3) • რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენე კომიქსის შესაქმნელად (ტ. 3). მაკროცნებები სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები საკითხი: მოთხრობის „განთავისუფლება“ გაგრძელება წერილობით, რომელშიც გადმოცემული იქნება ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი. ქვეცნება • პერსონაჟი; • დიალოგი • წერის სტრატეგიები. საკვანძო შეკითხვა: რის საფუძველზე გავაგრძელო მოთხრობა? როგორ გადმოვცე ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი? კომპლექსური დავალება (1) ტექსტი -მოთხრობა (შედეგები: I 2; I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15) 1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება. 2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა. 3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება. 4. ტექსტი შეიძლება იყოს : მოთხრობა 1. შინაარსი  მოთხრობაში გადმოცემულია გამოგონილი ამბავი, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს ნამდვილ ამბავს;  მოთხრობაში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები;  თხრობა ხშირად გამდიდრებულია სხვადასხვა დეტალით;  მოთხრობაში შეიძლება ერთმანეთს ენაცვლებოდეს თხრობა და აღწერა, გამოყენებული იყოს დიალოგები. 2. აგებულება-სტრუქტურა  მოთხრობაში გადმოცემულ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;  მოთხრობაში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით;  მოთხრობას აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა. 3. ენა  მოთხრობაში გამოიყენება ხატოვანი ენა, იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;  გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.  შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები. კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, გეზისმიმცემი შეკითხვები) ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა  რას მოითხოვს ჩვენგან დავალების პირობა?  შეგისრულებიათ თუ არა მსგავსი ტიპის დავალება?  რა მინიშნებებზე დაყრდნობით უნდა მოვახდინო ტექსტის გაგრძელება? ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, დავალების წარდგენა ნაბიჯი1. რა მინიშნებები გამოიყენე სიუჟეტის გასაგრძელებლად (ტ. 2); როგორ გამოიყენე დიალოგი პერსონაჟების ხასიათისა და მთავარი სათქმელის წარმოსაჩენად; რესურსები/აქტივობები რესურსი 1. ორი დიალოგი დიალოგი 1. წინ გვრიტი მიდის, უკან მამალი. იარეს, იარეს და წინ მახათი შემოეყარათ. მახათმა გვრიტს დაუძახა: - გვრიტო, გვრიტო, საით გაგიწევიაო? - შვილების საძებნელადო. - ეგ მამალი რაღად მოგდევსო? - ჩემ საშველად მოდისო. - მაშ მეც შენი მშველელი ვიქნებიო, - შესთავაზა მახათმა. - ძალიან კარგიო, - უთხრა გვრიტმა. დიალოგი 2. მგელმა ხმა დაირბილა და გოგონას ჰკითხა: - წითელქუდა, სად მიდიხარ? წითელქუდამ მგელს უპასუხა: - ბებიასთან მივდივარ, ღვეზელი და ერბო მიმაქვს. - შორს ცხოვრობს შენი ბებო? – ჩაეკითხა მგელი. - საკმაოდ, - მიუგო წითელქუდამ. აქტივობა 1. შეკითხვების კალეიდოსკოპი აქტივობა 2: პერსონაჟის, ბაბუას ხასიათის გამოკვეთა, მისი საქციელის შეფასება; აქტივობა 3. დიალოგებზე მუშაობა; აქტივობა 3. მასწავლებელი მოსწავლეებს შესაბამისი ინტონაციით კარნახობს 4-5 რეპლიკიან დიალოგს. ნაწერები ერთობლივად შემოწმდება და გასწორდება. სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: პერსონაჟი; დიალოგი; წერის სტრატეგიები;  ვინ იყო სათოხარში წასული? (აქტ.1)  სად წავიდა წყლის მოსატანად ბაბუა?  რა ნახა გზაში?  ვისთვის მოინდომა კუს წაყვანა? რატომ ამოაყირავა კუ?  რა ნახა წყაროდან უკანმობრუნებულმა ბაბუამ?  როგორ მოიქცა იგი? როგორ აფასებ მის საქციელს?  რატომ ფიქრობთ, რომ სწორად/არასწორად მოიქცა ბაბუა?  ეთანხმები თუ არა ბაბუას გადაწყვეტილებას, როცა მან კუ თავისუფლად გაუშვა და შვილიშვილებს არ წაუყვანა? რა თვისებები გამოავლინა ამით მან? (აქტ. 2)  არის თუ არა ისეთი რამ, რაშიც არ ეთანხმებით?  თქვენ რომ მისი შვილიშვილი ყოფილიყავით, რას ეტყოდით ბაბუას?  როგორ გამოიყენებ ბაბუას თვისებების ცოდნას ნაწარმოების გაგრძელების მიზნით?  როგორი შვილიშვილები ეყოლებოდა მას?  ბაბუას თვისებების გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ რას ეტყოდა იგი შვილიშვილებს?  ვინ და ვინ საუბრობს? საიდან ვიგებთ?  რამდენი პირდაპირი ნათქვამი, ანუ რეპლიკაა მოცემული? საიდან ვიგებთ? რომელი სასვენი ნიშნით იწყება რეპლიკები? (აქტ,3)  რომელი სასვენი ნიშნები გვხდება რეპლიკების ბოლოს? რაზე მიანიშნებს?  სად გვხდება მითითება მოსაუბრის ქმედებაზე, რეპლიკის წინ თუ რეპლიკის შემდეგ? რა სასვენი ნიშნებია გამოყენებული, თუკი ჯერ მოსაუბრის ქმედებააა და მერე - რეპლიკა? რა სასვენი ნიშნებია გამოყენებული, თუკი ჯერ რეპლიკა წერია, მერე - მოსაუბრის ქმედება?  გადაამოწმე იგივე კანონზომირებაა თუ არა მეორე დიალოგში და გამოიყვანე წესი!  აუცილებელია თუ არა ყველა რეპლიკას ჰქონდეს მითითება მოსაუბრეზე?  ორივე დიალოგიდან ამოიწერეთ მოსაუბრის ქმედებების აღმნიშვნელი ზმნები. ნაბიჯი. 2 რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი მოთხრობის გაგრძელებაა (მოთხრ. 1, 2, 3); წერის რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულებისას (ტ. 3). რესურსები/აქტივობები აქტივობა 1: იდეების გენერირება აქტივობა 2: წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა (იხ. დანართი 4) აქტივობა 3. პირველადი ვარიანტის შედგენა, ურთიერთშეფასება გაუმჯობესების მიზნით; სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: პერსონაჟი; დიალოგი; წერის სტრატეგიები  სად და როდის მოხდება ბაბუისა და შვილიშვილის შეხვედრა? (აქტ. 1)  როგორ მოუყვებოდა ბაბუა კუს ამბავს თავის შვილიშვილებს?  რას ეტყოდნენ ბავშვები ბაბუას?  რას უპასუხებდა ბაბუა?  რა დიალოგი გაიმართებოდა მათ შორის?  რა ხერხები/სტრატეგიები უნდა გამოიყენოთ წერის დაწყებამდე, წერის დროს, წერის შემდეგ? (აქტ. 2)  რა ნაბიჯებს გადადგამთ ნამუშევრის დასასრულებლად?  როგორ გააუმჯობესებთ პირველად ნაწერს?  რა კრიტერიუმებს გამოიყენებთ ნაწერის გასაუმჯობესებლად? შესაძლო კრიტერიუმები:  წარმოჩენილია შეხვედრის დეტალები;  გათვალისწინებულია ტექსტის მინიშნებები;  დიალოგში იკვეთება ბაბუის დამოკიდებულებები;  დიალოგში იკვეთება შვილიშვილების დამოკიდებულებები;  დიალოგში მართებულად არის დასმული სასვენი ნიშნები;  გაგრძელება აზრობრივად უკავშირდება ტექსტს და წარმოაჩენს ტექსტის მთავარ სათქმელს. დავალების წარდგენა და მსმენელის დღიურის შევსება: მოსწავლეები დავალებას წარადგენენ კლასის წინაშე და გამოფენენ ,,კომპლექსური დავალებების კედელზე“ . წარდგენისას შეივსება მსმენელის დღიური  რომელი სიტყვა ან წინადადება იყო ყველაზე საინტერესო/შთამბეჭდავი და რატომ? დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ)  რატომ გადაწყვიტე ამბის ამგვარად გაგრძელება?  რით და როგორ გააუმჯობესე ნაწერის თავდაპირველი ვარიანტი;  რა მინიშნებებზე დაყრდნობით შეძელი ამბის გაგრძელება?  ხომ არაფერს გაიხსენებ პირადი ცხოვრებიდან? ვინმეს თუ დახმარებიხარ? რა განცდა ეუფლება ადამიანს, როცა რაიმე სიკეთეს აკეთებს?  რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი მოთხრობის გაგრძელებაა?  აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;  რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?  მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?  რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?  შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?  რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?  როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს? დავალება 2. მოთხრობის სიუჟეტის გაგრძელება გააგრძელე მოთხრობა „განთავისუფლება“: წარმოიდგინე და წერილობით გადმოეცი ბაბუის სახლში დაბრუნების ამბავი. ნამუშევარში:  გადმოეცი, როგორ შეხვდნენ ბაბუა და შვილიშვილები ერთმანეთს - წარმოაჩინე სხვადასხვა დეტალი (მაგ. სად შეხვდნენ ერთმანეთს პერსონაჟები, როგორია მათი საცხოვრისი, ჰყავთ თუ არა სხვა ცხოველები);  რა დიალოგი გაიმართებოდა მათ შორის, როგორ დამთავრდებოდა მათი შეხვედრა;  გამოიყენე სხვადასხვა შინაარსის წინადადებები. დასვი სასვენი ნიშნები; დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე: • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი მოთხრობის გაგრძელებაა (მოთხრ. 1, 2, 3); • როგორ გამოიყენე დიალოგი პერსონაჟების ხასიათისა და მთავარი სათქმელის წარმოსაჩენად; • რა მინიშნებები გამოიყენე სიუჟეტის გასაგრძელებლად (ტ. 2); • წერის რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულებისას (ტ. 3). მაკრო ცნება სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები; საკითხი: ხმელეთისა და ზღვის კუების შედარება ვენის დიაგრამაზე დაყრდნობით ქვეცნება - შედარება საკვანძო შეკითხვები: როგორ შევადარო ხმელეთისა და ზღვის კუები ვენის დიაგრამაზე დაყრდნობით კომპლექსური დავალებები (2) ფუნქციური სამეტყველო ქმედება (შედეგები: I. 1; I. 2; I. 3; I. 4; I; 5;I. 9; I. 13; I. 14; I. 15) 1. სამეტყველო ქმედების სხვადასხვა ტიპს (მაგ., თხრობას, აღწერას, დასაბუთებას) თავისებური სტრუქტურა-აგებულება აქვს. 2. მეტყველებისას საჭიროა სათქმელის თანამიმდევრულად გადმოცემა, სიტყვების შერჩევა სამეტყველო ამოცანის შესაბამისად. 3. ზეპირი სამეტყველო ქმედების დროს წინადადების შინაარსს გამოვხატავთ ინტონაციით, წერითი სამეტყველო ქმედების დროს - სასვენი ნიშნებით. 4. სამეტყველო ქმედების შესასრულებლად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება. კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები) ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა როგორ, რა ფორმით უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით? აქტივობა 1. დავალების მოთხოვნების გაცნობიერება • რას მოითხოვს თქვენგან ეს დავალება? • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ მის შესაქმნელად? • რისი შესწავლა დაგვჭირდება? ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ნაბიჯი 1. რამდენად და როგორ დაგეხმარა ვენის დიაგრამის გამოყენება შედარებისას (ფ. 4). რა ნაბიჯები გადადგი დავალების შესრულების დროს რესურსები/აქტივობები რესურსი 1. ტექსტი ხმელეთის კუების შესახებ (იხ. დანართი 2) რესურსი 2. ტექსტი ზღვის კუების შესახებ (იხ. დანართი 2) რესურსი 3. ვიდეოები კუებზე (ვიდეო-1, ვიდეო-2) (იხ. დანართი 3) რესურსი 4. ვენის დიაგრამა (იხ: დანართი 4) აქტივობა 1: ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე - პირველ ეტაპზე შეივსება ორი გრაფა: რა იციან ზოგადად კუების შესახებ და რის გაგება აინტერესებთ. ვიცი მინდა ვიცოდე ვისწავლე 1. 2. 3. აქტივობა 2: კლასის ერთი ნაწილი გამოკვეთს ხმელეთის კუების მახასიათებლებს, მეორე ნაწილი - ზღვის კუების მახასიათებლებს (რესურსი 1, 2); აქტივობა 3. დამატებითი ვიდეოების ნახვა; (რესურსი 3) აქტივობა 4: ცხრილში-ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე- მესამე გრაფის შევსება შეივსება მესამე გრაფა-,,ვისწავლე“. აქტივობა 5: საკლასო სამუშაო - მოცემული კატეგორიების მიხედვით მსგავსება-განსხვავების გამოკვეთა ცხრილის საშუალებით საერთო მახასიათებლები განსხვავება ხმელეთის კუ ზღვის კუ აქტივობა 6 : ვენის დიაგრამის გამოყენებით ორი ობიექტის შედარება (რესურსი 4) სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: შედარება  რა იცით კუების შესახებ? (აქტ.1)  რისი გაგება გსურთ მათ შესახებ?  რა მახასიათებლებს, რა კატეგორიებს გამოყოფთ ხმელეთის კუს აღსაწერად? (მაგ. აგებულება, საბინადრო, გამრავლება, კვება?) (აქტ. 2)  რა მახასიათებლებს, რა კატეგორიებს გამოყოფთ ზღვის კუს აღსაწერად?  რამდენად მსგავსი კატეგორიები გამოყავით?  როგორ გამოვყოთ ორივესთვის საერთო კატეგორიები, რომ შესაძლებელი იყოს მათი შედარება საერთო კატეგორების მიხედვით?  რა ისწავლეთ ახალი კუების შესახებ? (აქტ. 4.)  როგორ დავაჯგუფო შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე მსგავსება-განსხვავებათა გამომხატველი კონკრეტული მაგალითები? (აქტ. 5)  როგორ, რა კატეგორიების მიხედვით შევადარო ორი კუ ერთმანეთს? (აქტ.6)  როგორ გამოვკვეთოთ მსგავსებები და განსხავებები კატეგორიების მიხედვით?  რა იცით ვენის დიაგრამის შესახებ? (იხ.დან)  გამოგიყენებია თუ არა ვენის დიაგრამა და რისთვის?  როგორი სტრუქტურა, აგებულება აქვს მას?  რა შემთხვევაში ვიყენებ ვენის დიაგრამას?  როგორ დაგეხმარება ვენის დიაგრამის გამოყენება ორი კუს შესადარებლად?  როგორი სტრუქტურა, აგებულება აქვს შედარებას? ნაბიჯი 2: რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი შედარება ნათლად წარმოსადგენი და გასაგები იქნება (ფ 1, 2, 3). რესურსები/აქტივობები რესურსი 1. ვენის დიაგრამა რესურსი 2. მოსწავლეთა მიერ შევსებული ვენის დიაგრამები აქტივობა 1: ვენის დიაგრამის შევსება ცხრილის მიხედვით. აქტივობა 2. რეპეტიციის გავლა ურთიერთშეფასების ბადის გამოყენებით სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: შედარება • რომელი საერთო კრიტერიუმების საფუძველზე შეადარე ხმელეთისა და ზღვის კუ ერთმანეთს? (აქტ. 1) • შერჩეული კრიტერიუმების საფუძველზე მსგავსება-განსხვავების რომელი კონკრეტული მახასიათებლები/ნიშან-თვისებები გამოყავი? • რამდენად თანმიმდევრულად გამოვკვეთ მსგავსებებსა და განსხვავებებს კრიტერიუმების მიხედვით? (აქტ. 2) • რამდენად თანამიმდევრულად ვსაუბრობ? • რამდენად ვუწყობ ხელს მსმენელს ინფორმაციის აღქმაში ინტონაციით, პაუზებითა და მახვილებით? დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ) • რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად შედარებაა? • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით; • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ? • მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია? • რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა? • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით? • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას? • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს? დავალება 3: ხმელეთისა და ზღვის კუების შედარება შეადგინე ვენის დიაგრამა, რომელშიც ასახავ ხმელეთისა და ზღვის კუების მსგავსება- განსხვავებას და მასზე დაყრდნობით ზეპირად შეადარე ისინი. შედარებისას: • შეადარე კუები შერჩეული საერთო კრიტერიუმების საფუძველზე; • დააჯგუფე მსგავსება-განსხვავებათა კონკრეტული მაგალითები; • შედარებისას გამოიყენე მსგავსებისა და განსხვავების აღმნიშვნელი სიტყვები და კონსტრუქციები; • გამოიყენე ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი მრავალფეროვანი სიტყვები; დავალების წარდგენის შემდეგ ისაუბრე: • რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი შედარება ნათლად წარმოსადგენი და გასაგები იქნება (ფ 1, 2, 3) • რამდენად და როგორ დაგეხმარა ვენის დიაგრამის გამოყენება შედარებისას (ფ. 4). • რა ნაბიჯები გადადგი დავალების შესრულების დროს (ფ. 4). მაკრო ცნება სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები საკითხი: მოთხრობის ,,განთავისუფლება“ მთხრობლის შეცვლა პირის ნაცვალსახელების გამოყენებით ქვეცნება ხედვის კუთხე; სიტყვის ფორმაცვალება; პირის ნაცვალსახელები; საკვანძო შეკითხვა: როგორ გადმოვცე მოთხრობაში ,,განთავისუფლება“ გადმოცემული ამბავი პერსონაჟ კუს ხედვის კუთხიდან? როგორ გამოვიყენო პირის ნაცვალსახელები? კომპლექსური დავალება 3) სიტყვის ფორმაცვალება 1. წინადადებაში სიტყვები ერთმანეთთან დასაკავშირებლად საჭირო ფორმას იძენს; სიტყვის ფორმის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს მისი მნიშვნელობის ცვლილება. 1) ტექსტი - მოთხრობა (შედეგები: I 2; I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15) 1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება. 2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა. 3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება. 4. ტექსტი შეიძლება იყოს: მოთხრობა 1. შინაარსი  მოთხრობაში გადმოცემულია გამოგონილი ამბავი, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს ნამდვილ ამბავს;  მოთხრობაში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები;  თხრობა ხშირად გამდიდრებულია სხვადასხვა დეტალით;  მოთხრობაში შეიძლება ერთმანეთს ენაცვლებოდეს თხრობა და აღწერა, გამოყენებული იყოს დიალოგები. 2. აგებულება-სტრუქტურა  მოთხრობაში გადმოცემულ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;  მოთხრობაში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით;  მოთხრობას აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა. 3. ენა  მოთხრობაში გამოიყენება ხატოვანი ენა, იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;  გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.  შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები. ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა • ახსენით საკუთარი სიტყვებით, რას მოითხოვს თქვენგან კომპლექსური დავალება? • რაზე დაკვირვება, რისი გახსენება ან შესწავლა დაგვჭირდება ამ დავალების შესასრულებლად? ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, კომპლექსური დავალების წარდგენა ქვეცნება: პირის ნაცვალსახელები ნაბიჯი 1. რატომ არის მნიშვნელოვანი თხრობისას ნაცვალსახელების გამოყენება? როგორ შეიცვალეს ფორმა ნაცვალსახელებმა წინადადების სხვა წევრებთან შესაკავშირებლად? რესურსები/აქტივობები რესურსი 1. „განთავისუფლება“ აქტივობა 1. ამოსავალი სიტყვის „ნიკა“ საჭიროებისამებრ ჩანაცვლება პირის ნაცვალსახელებით ,,ნიკა ამხანაგებთან ერთად წავიდა ლაშქრობაში. ნიკა ლაშქრობაში პირველად იყო. ნიკა ძალიან დაიღალა. ნიკას მძიმე ზურგჩანთა ჰქონდა. გიორგიმ ნიკას ჩანთა გაუცვალა. მდინარეზე გადასვლისას ნიკა ჩანთიანად წყალში ჩავარდა. ნიკამ გიორგის ჩანთა სულ დაასველა. გიორგი ნიკას წყლიდან ამოსვლაში მიეხმარა. გიორგიმ და ნიკამ ხალისით განაგრძეს გზა. სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: ხედვის კუთხე; სიტყვის ფორმაცვალება; პირის ნაცვალსახელები;  რომელი პირის ნაცვალსახელები გამოიყენე დავალების შესასრულებლად? (აქტ.1)  რატომ არის მნიშვნელოვანი ამოსავალი სიტყვის ნაცვალსახელებით ჩანაცვლება?  როგორ იცვლის ფორმას ნაცვალსახელი წინადებების წევრებთან შესაკავშირებლად?  ნაბიჯი.2 რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულების დროს (ფ. 4). რატომ ფიქრობ, რომ კუ ასე მოყვებდა ამ ამბავს? რა მინიშნებას ეყრდნობი? (ტ2); რა შეიცვალა მთხრობლის შეცვლით, რა დარჩა იგივე? (ტ. 1; მოთ. 1, 2, 3); რამდენად გაიზიარებდა პერსონაჟი მოთხრობის დედააზრს. ახსენი შენი მოსაზრება (ტ1) რესურსები/აქტივობები რესურსი 1. „განთავისუფლება“ რესურსი 2. მოსწავლეთა ნახატები აქტივობა 1. ტექსტზე დაკვირვება, მთხრობელზე აქტივობა 2. იდეების გენერირება (საყრდენები, რომლის მიხედვთაც მოსწავლე შეძლებს ამბის თხრობას) აქტივობა 3. კუების ამბის დახატვა მშველელი კუს პერსპეტივიდან აქტივობა 4. ნახატზე დაყრდნობით ამბის მოყოლა კუს პირით, რაც შეიძლება მეტი ნაცვალსახელის გამოყენებით. სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები ქვეცნება: ხედვის კუთხე; სიტყვის ფორმაცვალება; პირის ნაცვალსახელები;  რომელ პირშია დაწერილი მოთხრობა ,,განთავისუფლება? (აქტ. 1)  ვინ არის მთხრობელი? ვინ ყვება კუების ამბავს?  როგორ მოყვება იმავე ამბავს მეორე კუ - გადაბრუნებული კუს მშველელი?  როგორ გაეცნობოდა კუ მსმენელებს? ( მაგ. მე ვარ კუ. მინდა ჩემი ამბავი გიამბოთ) (აქტ. 2)  როგორ გაიხსენებდა გაჭირვებაში ჩავარდნილ თანამოძმესთან შეხვედრას? სად, როგორ ვითარებაში შეხვდა და რა გაიფიქრა პირველად?  კუ თავიდნავე დაინახავდა, კაცმა რომ აიყვანა მისი მეგობარი თუ შემთხვევით წააწყდა გადაბრუნებულ კუს?  რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დახმარებოდა?  როგორ იქნებოდა მისი დამოკიდებულება კაცის მიმართ?  როგორი იქნებოდა მისი დამოკიდებულება ტექსტის მთავარი სათქმელის მიმართ?  რომელი პირის ნაცვალსახელების გამოყენება დაგჭირდა/შეძელი? მსმენელის დღიური: რამდენი ნაცვალსახელი გამოიყენა? რომელი ფორმით? რა საინტერესო დეტალები გამოიკვეთა, რომლებისთვისაც ყურადღება არ მიმიქცევია? გამომსვლელი 1. გამომსვლელი 2. დავალების წარდგენის დროს და შემდეგ დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (შეირჩევა საჭიროებისამებრ) • რა შეიცვლა მთხრობლის შეცვლით, რა დარჩა იგივე? • მესამე პირის რომელი ნაცვალსახელები გამოიყენე? • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით; • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ? • მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია? • რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ შეგიწყო წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა? • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით? • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას? • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით გააუმჯობესებდი მიღწევებს/როგორ მიაღწევ უკეთეს შედეგს? დავალება 4. ამბის თხრობა პირველ პირში ნაწარმოებიდან ,,განთავისუფლება“, მესამე და მეოთხე აბზაცებზე დაყრდნობით მოიფიქრე, როგორ მოჰყვებოდა ამბავს მეორე კუ, რომელმაც გაჭირვებაში ჩავარდნილი თანამოძმე იპოვა. მოიფიქრე სათაური, მოამზადე ილუსტრაციები და მათზე დაყრდნობით მოჰყევი ამბავი ზეპირად, პირველ პირში, წარსულ დროში. გამოიყენე შესაბამისი პირის ნაცვალსახელები. ნამუშევარში:  მოიფიქრე და წარმოაჩინე ახალი დეტალები (მაგ., როგორ გაგეცნობა მკითხველს, სად მიდიოდა კუ, როცა გაჭირვებაში ჩავარდნილი თანამოძმე იპოვნა, რატომ გადაწყვიტა დახმარებოდა, რა განცდა დაეუფლა, რა იფიქრა, როგორ შეძლო დახმარება და ა.შ)  გამოიყენე რაც შეიძლება მეტი ნაცვალსახელი;  წინადადებათა შინაარსის გათვალისწინებით, შეარჩიე სასვენი ნიშნები . ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრე: • რატომ არის მნიშვნელოვანი თხრობისას ნაცვალსახელბის გამოყენება? როგორ შეიცვალა ნაცვალსახელების ფორმა წინადადების სხვა წევრებთან შესაკავშირებლად (ს1) • რატომ ფიქრობ, რომ კუ ასე მოყვებდა ამ ამბავს? რა მინიშნებას ეყრდნობი? (ტ2) • რამდენად გაიზიარებდა პერსონაჟი მოთხრობის დედააზრს. ახსენი შენი მოსაზრება (ტ1) • რა შეიცვლა მთხრობლის შეცვლით, რა დარჩა იგივე?(ტ. 1; მოთ. 1, 2, 3); • რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების შესრულების დროს (ტ. 3). - დანართი 1. კომიქსის „ყვანჩალა და ბოლოკას“ გაგრძელება (ავტ. გ. ლაფაური, ბაკურ სულაკაური); დანართი 2 ხმელეთის კუ ქვეწარმავალია, რომელიც მთელ სიცოცხლეს ხმელეთზე ატარებს. მისი სხეული მოქცეულია ძვლოვან ჯავშანში. ჯავშანი შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა და უფრო ბრტყელი მუცლის ფარისაგან. ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით. სხეულის სიგრძე 10 სმ - 1 მ აღწევს. კბილები არა აქვთ, კისერი მოძრავია. თითები ერთმანეთთან აქვს შეზრდილი. თავით და ფეხებით მთლიანად იმალება ბაკანში. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგად განვითარებული აქვთ ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. კუები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე. ისინი მრავლდებიან კვერცხებით. ერთი მდედრი 1-160 კვერცხს დებს. იკვებება მცენარეულობით, ასევე სხვადასხვა ქვეწარმავლით. ხმელეთის კუს სახეობის უმეტესობა მშრალ გარემოში ან უდაბნოში ბინადრობს. მტაცებლებისგან მათ საიმედოდ იცავს მძიმე ბაკანი, მაგრამ ამის გამო ნელა მოძრაობენ, საკმაოდ ზანტი ცხოველები არიან. საათში დაახლოებით 90 მეტრს გადიან. კუები დიდხანს ცოცხლობენ, ზოგი 200 წელს და მეტს ძლებს. კუს ხორცსა და კვერცხს მაღალი საკვები ღირებულება აქვს. ჯავშნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობას. ხმელეთის კუებიდან ყველაზე დიდია გიგანტური გალაპაგოსის კუ, რომელიც გალაპაგოსის შვიდივე კუნძულზე ბინადრობს. ზღვის კუები მთელ სიცოცხლეს წყალში ატარებენ. ხმელეთზე ამოდიან მხოლოდ კვერცხის დასადებად. დაბალი ჯავშანი აქვთ. თავის მთლიანად შეწევა ჯავშანში არ შეუძლიათ. მათი შებრტყელებული ფორმის კიდურები ფარფლებს მოგვაგონებს. წინა კიდურები უფრო გრძელია. მუცლის ფარი ზურგის ფარისაგან გამოყოფილია. ზღვის კუები ასეულ კმ-ს გადიან საკვებისა და გამრავლებისათვის ხელსაყრელი ადგილებისაკენ. ზღვის კუს საკბილო მრავალფეროვანია, თუმცა ხშირად მარტოოდენ თევზს გეახლებათ. ხან მიირთმევს წყალმცენარეებს, კიბორჩხალას, მოლუსკს, ხამანწკას, ღრუბელას, კრევეტებს და მედუზებსაც კი. რაც შეეხება მათ გამრავლებას: დედალი კუ ოც წუთში დებს 100-150 კვერცხს წინასწარ ამოთხრილ ორმოში, შემდეგ ქვიშით ავსებს და ტოვებს. 60 დღეში იჩეკებიან პატარები, ჩიჩქნიან ქვიშას და ამოდიან ზედაპირზე და პირდაპირ წყლისკენ მიემართებიან. ისინი დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. ამიტომაც ბევრი მათგანი იღუპება, რის ფონზეც კარგია, რომ დედალი კუ ამდენ კვერცხს დებს. თუმცა ამ არსებათა რაოდენობა, სამწუხაროდ, მაინც კლებულობს. ყველაზე დიდია მწვანე კუ. მისი ჯავშნის სიგრძე 1,4 მ აღწევს, წონა 400 კგ-მდე. იკვებება წყალმცენარეებით. აქვს გემრიელი ხორცი და კვერცხი. დანართი 3 კუ - https://video.search.yahoo.com/search/video?fr=mcafee&ei=UTF-8&p=%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%A3&type=E210US91215G91420#id=4&vid=457e7594c343734f9869352cbcd6d84e&action=click კუ- ფაუნალენდი https://video.search.yahoo.com/search/video?fr=mcafee&ei=UTF-8&p=%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%99%E1%83%A3&type=E210US91215G91420#id=7&vid=f46cd851afb98c0a36c4e3cdc97c4b37&action=view დანართი 4. მეთოდიკური დანართი აქტივობა 3: გრძნობათა ყულაბა - მოსწავლის მიერ შერჩეული და წაკითხული ეპიზოდის მიხედვით დაფაზე ჩამოიწერება გრძნობები, რომლებიც შეიძლება აღეძრას ადამიანს ამ ნაწარმოების წაკითხვისას (მაგალითად, გაოცება, აღფრთოვანება, სიბრალული, თანაგრძნობა, შიში, თავისუფლების წყურვილი) მოსწავლეები წაიკითხავენ მათ მიერ შერჩეულ ეპიზოდს, სხვები კი ამოირჩევენ ჩამონათვალიდან იმ გრძნობას, რომელსაც აღძრავს თანაკლასელის მიერ წაკითხული ეპიზოდი. შეკითხვა მოსწავლისთვის, რომელმაც შეარჩია ეპიზოდი შეკითხვა თანაკლასელსთვის რატომ შეარჩიე ეს ეპიზოდი? რისი თქმა უნდოდა მწერალს ამ ეპიზოდით? რომელი გრძნობა აღძრა შენში ამ ეპიზოდმა? რატომ? მეტაკოგნიტური პაუზა რას გულისხმობს მეტაკოგნიტური პაუზა? – სამუშაო პროცესის შეჩერებას იმ მიზნით, რომ გააანალიზო/გააცნობიერო, როგორ წარმართავ მას ან როგორ მიმდინარეობდა იგი. მეტაკოგნიტური პაუზა შეიძლება იყოს აქტივობის წინმსწრები ან აქტივობის შემდგომი. წინმსწრები მეტაკოგნიტური პაუზა გულისხმობს აქტივობის შესრულებამდე დაფიქრებასა და მსჯელობას გადასადგმელ ნაბიჯებზე, გამოსაყენებელ ხერხებსა და სტრატეგიებზე. შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა გულისხმობს, ასე ვთქვათ, „კადრების უკან დატრიალებას" - მოსწავლეები აკვირდებიან, როგორ იქცეოდნენ ისინი სამუშაოს შესრულების დროს - ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა, რა ვერ დაიძლია, რა შეცდომები იქნა დაშვებული და რატომ, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა ეგონათ და რა აღმოჩნდა. ამ დროს მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სამუშაო მეთოდებს, აფასებენ მათ ეფექტიანობასა და ეკონომიურობას, პოულობენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს, ურთიერთგაზიარებით ამდიდრებენ ერთმანეთის გამოცდილებას, სწავლობენ განსხვავებული სტრატეგიების გამოყენებას. მასწავლებელი, ცხადია, ხელს უწყობს მოსწავლეებს, გააცნობიერონ მნიშვნელოვანი ფაქტორები, ელემენტები, რომლებიც გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე. იგი, საჭიროებისამებრ, გეზს აძლევს მათ, სთავაზობს განსხვავებულ მიდგომებს. მეტაკოგნიტური პაუზების ჩართვა მუშაობის პროცესში ხელს უწყობს თითოეულ მოსწავლეს, მოძებნოს საკუთარ თავში სიძნელეთა დაძლევის ახალი რესურსები, გახდეს უფრო ქმედითი, წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად. ასეთ კონტექსტში მკვეთრად იზრდება სწავლის მოტივაცია, რაც ორი ურთიერთდამოკიდებული ფაქტორითაა განპირობებული. ერთი მხრივ, მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლისათვის პრიორიტეტულია სწავლის პროცესი, ანუ არა იმის განსჯა, თუ რა იცის ან არ იცის მოსწავლემ, რა შეუძლია ან არ შეუძლია მას, არამედ მისი თანადგომა ცოდნის აგების პროცესში. ასეთ კონტექსტში არ არსებობენ წაგებულები და მოგებულები და მოსწავლეს უჩნდება იმის განცდა, რომ შეუძლია იმ ცოდნის შეძენა, რომელიც აკლია წარმატების მისაღწევად. ამ მოცემულ შემთხვევაში მოსწავლეებს ამსჯელებთ იმაზე, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ წერითი დავალების შესარულებლად, რა სტრატეგიები დაეხმარებათ ამ ამოცანის გადაჭრაში. შესაძლებელია გუნდებმა თავ-თავიანთ ვერსიები შეიმუშავონ და შემდეგ ამ ვარიანტების ერთობლივი განხილვა მოხდეს. მასწავლებელი გეზისმიმცემი შეკითხვებით დაეხმარება - ამაში მას დახმარებას გაუწევს გზამკვლევში მოცემული წერის სტრატეგიების ჩამონათვალი. ვენის დიაგრამა მოკლე ინფორმაცია : ვენის დიაგრამა გამოისახება ორი ურთიერთგადამკვეთი წრეწირის სახით. წრეწირების გადაკვეთის შედეგად მიღებულ საერთო სეგმენტში იწერება ის საერთო, რაც ორ განსხვავებულ ობიექტს აქვს, მარცხნივ და მარჯვნივ კი მათი დამახასიათებელი ინდივიდუალური თავისებურებები აღინუსხება."ვენის დიაგრამა" წარმოადგენს ორ ურთიერთგადამკვეთ წრეწირს. ორი მოვლენის, საგნის შედარებისას I და III ნაწილებში ვწერთ განსხვავებულ ნიშან–თვისებებს, ხოლო II –ში– მსგავსს. ვენის დიაგრამის გამოყენება შესაძლებელია ისეთი ცნებების დამუშავებისას, რომლებსაც საერთოც აქვთ და განსხვავებულიც. ამ გრაფიკული მაორგანიზებლის სახელწოდება მომდინარეობს ჯონ ვენის – ინგლისელი ფილოსოფოსის სახელისგან, რომელმაც დაამუშავა, აღწერა და გამოიყენა მსგავსი დიაგრამა.

პროექტი ,,გზა ჯანმრთელობისაკენ"

2021 -2022 სასწავლო წლის სკოლის დასახელება - მუხრანის ნიკო ბაგრატიონის (ბურის )სახელობის #1საჯ.სკოლის 2კორპუსი პროექტის სათაური- „გზა ჯანმრთელობისაკენ“ განხორციელების ვადები - 01.10.21/10.06.22 პროექტის კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან/ზოგადი განათლების შესახებ კანონთან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვა - ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა დაეხმაროს თავიდან აირიდოს ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება, გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების არსი (ზომიერება ყველაფერში, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, რისკების თავიდან აცილება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სხვ.) და გაიაზროს მისი მნიშვნელობა; ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი: დღეს, როდესაც ადამიანისათვის მისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმჯობესებლად; პროექტის ხელმძღვანელი: ლია ალექსიძე პროექტის თანამონაწილე: მარიამ შარიფაშვილი პროექტის განმახორციელებელი გუნდი--მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები I.პრობლემის დასაბუთება სკოლაში ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისათვის პრობლემას წარმოადგენს მათ შორის დამკვიდრებული არაჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი და ხშირად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ნაცვლად მიირთმევენ უხარისხო, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველ პროდუქტებს. ხშირად უფროსკლასელები(და არა მარტო უფროსკლასელები) არიან თამბაქოსა და ალკოჰოლის მომხმარებლები. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში მათ ხელს უშლით დროის არასწორი განაწილებაც. იმის მაგივრად რომ სპორტით დაკავდნენ ისინი დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებენ. ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენი ვალია მომავალი თაობის სწორ გზაზე დაყენება, მათი ცნობიერების ამაღლება, რათა პიროვნების მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჯანსაღი, სუფთა გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. II.პროექტის მიზანი და ამოცანები : პროექტის მიზანია მოზარდებმა შეძლონ ჯანსაღი დღის რეჟიმის დაგეგმვა და პოპულარიზაცია, გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა, არა მარტო თვითონ თქვან უარი სიგარეტზე და ალკოჰოლზე, არამედ განახორციელონ თანატოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, მოსწავლეებმა იზრუნონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე და შენარჩუნებაზე. მოსწავლეებმა გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. მოსწავლეებმა შეძლონ განასხვავონ ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები, შემოქმედებითად გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა ზრდა- განვითარებისთვის და ენერგიის უზრუნველსაყოფად. თავი დაიცვან არაჯანსაღი საკვებისგან გამოწვეული დაავადებებისგან. ისწავლონ ზომიერება ტკბილეულის მირთმევისას. გარდა იმისა რომ, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას აღნიშნული საკითხის შესახებ, ეს პროექტი მათ უნდა დაეხმაროს სხვადასხვა უნარის განვითარებაში. როგორიცაა: მედიაწიგნერება, სოციალურ - თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები. ინფორმაციის გააზრება, დასკვნების გაკეთება და პრეზენტაცია. პროექტი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ. მოდერატორის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა. III. სამიზნე ჯგუფები პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რადგანაც ვთვლით, რომ მათი ასაკის მოსწავლემ უკვე უნდა შეძლოს მოიპოვოს ინფორმაცია ზოგიერთი მავნე ფაქტორის ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე, გააცნობიეროს ჯანსაღი წესის დამკვიდრების აუცილებლობა. IV. რისკების ანალიზი რისკები ალბათობა* რისკის შემცირების სტრატეგია შიდა მშობლებისა და მოსწავლეების არაჯანსაღი, გულგრილი დამოკიდებულება ხშირი თანამშრობლობა და ინფორმაციის სწორად მიწოდება მოსწავლეებთან და მშობლებთან. გარე ბუნებრივი კატაკლიზმები პანდემია და ლოქდაუნი შესაბამისი ღონისძიებები, სწორად დაგეგმილი სტრატეგიები, ონლაინრეჟიმში გადასვლა. V.სამოქმედო გეგმა ეტაპები პროექტის რომელ მახასიათებელს შეესაბამება კონკრეტული აქტივობა აქტივობა (საქმიანობა / მოქმედება) ვადები რესურსები დადასტურება პასუხისმგებელი პირი შენიშვნა ადამიანური მატერიალური 1. სასკოლო თემის (მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ტექნიკური პერსონალი და სხვა) ჩართულობა; საორგანიზაციო საკითხების განხილვა, მონიტორინგის ჯგუფის შექმნა 15.10.2021 საორგანიზაციო ჯგუფი: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მონიტორინგის ჯგუფი: 1 მანდატური და 1-სპეც.მასწავლებელი. კომპიტერი, პროექტორი, ჩანაწერების დღიური სასკოლო თემი დირექტორი 2 კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან; ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; 2.1 თემის,,რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რა ზიანს აყენებს,,სწრაფი კვება’’ ორგანიზმს.’’ 15.11.2021 3-4 კლასის მოსწავლეები თაბახის ფურცლები, კალამი, მარკერები. კომპიუტერი ღიურის ჩანაწერი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი. მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესზე ორიენტირება; მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება; პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან. კლასებს/საფეხურებს შორის კავშირი 2.2. მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის მოწყობა თემაზე-,,არაჯანსაღი კვების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი შედეგები” პრეზენტაციის შემდგომი დისკუსია და რეკომენდაციების გაცემა უმცროს კლასელებისთვის. 6.12.2021 ბუნებისმეტყველების მასწავლებელი. მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები პროექტორი, კომპიუტერი სასკოლო თემი ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება; პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან, კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 2.3 დისკუსია , პრეზენტაციის დროს განხილულ საკითხებზე. პრევენციული ღონისძიებეის დასახვა დაავადების რისკების ასაცილებლად. სწრაფი კვების მავნებლობაზე სლოგანების შექმნა და საკლასო სივრცეში განთავსება 20.12.2021 მოსწავლეები,მასწავლებლები ფერადი ფანქრები,თაბახის ფურცლები,მარკერები შექმნილი ნამუშევრები მასწავლებელი კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან 3.1 დისკუსია. ინტერნეტში შესაბამისი მასალისა და ფოტოების მოძიება 01.02.2022 მოსწავლეები სკოლის სახელმძღვანელო,რვეულები,კალმები.კომპიუტერი.მეხსიერების ბარათი ჩანაწერების დღიური მასწავლებლები კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 4.2 პრეზენტაციის მოწყობა გავუფრთხილდეთ გარემოს 19.02.2022 მოსწავლეები პროექტორი, კომპიუტერი,ტელეფონები ვიდეო გადაღებისთვის ვიდეო მასალა კოლეგები კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან; 4.3 პოსტერების მომზადება გარემოს დაცვაზე და სასკოლო სივრცეში განთავსება 20.03.2022 ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები ფორმატისა და თაბახის ფურცლები.მარკერები.ფლომასტერები.საღებავები,ფერადი ფანქრები,ქაღალდის სამაგრები ფოტო მასალა მასწავლებელი კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან; ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; 4.4 ჯანსაღი გარემო 12.04.2021 მოსწავლეები პროექტორი. კომპიუტერი, სააქტო დარბაზი, სადენზიფექციო სითხე, პირბადეები ,თერმომეტრი ფოტომასალა მასწავლებელი 5.1 მონიტორინგი 21.10.2021 მონიტორინგის ჯგუფი დოკ. აღრიცხვის ჩეკლისტი შევსებული ჩეკლისტი ჯგ. ხელმძღვანელი კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან; ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; 5.2 მოსწავლეებისათვის თემის : რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის წარდგენა. გაცნობა რომ სრულფასოვან კვებას განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული მიღება. შემდგომ დისკუსია მსჯელობა. ინტერნეტში შესაბამისი რესურსების მოძიება 22.10.2021 მასწავლებლები პროექტორი. კომპიუტერისადენზიფექციო სითხე,პირბადეები, ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებლები ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან; 5.3 მოსწავლეების მიერ ექსპერიმენტების ჩატარება საკვებ ნივთიერებებზე და საკვებში ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები აღმოჩენა. კალორიმეტრის დამზადება და ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების კალორიის დადგენა 15.01-15.02.2022 მასწავლებლები პროექტორი. კომპიუტერი, სადენზიფექციო სითხე, პირბადეები, რეაქტივები ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებლები როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინება; 5.4 დისკუსია. ექპერიმენტის შედეგების განხილვა. პრეზენტაციისთვის მასალის მოგროვება, სლოგანის მოფიქრება და პრეზენტირება 01.03-01.04 დირექტორი, მოსწავლეები, მასწავლებლები პროექტორი. კომპიუტერი, სააქტო დარბაზი, სადენზიფექციო სითხე, პირბადეები, რექტივები ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებელი პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან, 5.5 მოსწავლეებისათვის თემის : რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის წარდგენა. წყლის, მჟავების და ფუძების როლის განსაზღვრა. მათი ნორმის დარღვევით ადამიანი ავადდება. შემდგომ დისკუსია მსჯელობა. ინტერნეტში შესაბამისი რესურსების მოძიება 25.10.2022 მე-3-4კლასის მოსწავლეები, მასწავლებლებელი, პროექტორი. კომპიუტერ ,,სადენზიფექციო სითხე, პირბადეები, ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებელი. მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება; 5.6 მოსწავლეების მიერ ექსპერიმენტების ჩატარება საკვებ ნივთიერებების მჟავიანობის დადგენა 01.11-25.12 მოსწავლეები, მასწავლებლებელი, პროექტორი. კომპიუტერ ,,სადენზიფექციო სითხე, პირბადეები, ჩანაწერები, ფოტომასალა მასწავლებელი. მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება; კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 5.7 დისკუსია. ექპერიმენტის შედეგების განხილვა. პრეზენტაციისთვის მასალის მოგროვება, სლოგანის მოფიქრება და პრეზენტირება და მომსწავლეები გაცვლა. 01.03-01.04 მოსწავლეები, მასწავლებლებლები, პროექტორი, კომპიუტერი, სააქტო დარბაზი, სადენზიფექციო სითხე, პირბადეები, რეაქტივები ჩანაწერები, ფოტომასალა ქიმიის მასწავლებელი. 6.1 მონიტორინგი 02.04.2022 მონიტორინგის ჯგ. დოკ. აღრიცხვის ჩეკლისტი შევსებული ჩეკლისტი ჯგ. ხელმძღვანელი როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინება; 6.2 ქართულის მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. მოსწავლეებს დაევალათ წაეკითხათ ინფორმაციული და მხატვრული ტექსტი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ 03.02.2022 ქართულის, მე და საზოგადოების მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი წიგნი, რვეული, პოსტერი, მარკერები, ფერადი ქაღალდები. ჩანაწერის დღიური ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება; პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან, კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 6.3 ქართულის მასწავლებელი და მე-3, მე-4 მე-5 კლ. მოსწავლეები. მოძიებილი ინფორმაციიდ გამოკვეთონ ჯანსაღი ცხოვრების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია, მოსწავლეები იმსჯელებენ შემდეგ თემაზე- „ჯანსაღი კვებისა და კვების რეჟიმის მნიშვნელობას ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე“. 18.02.2022 ქართულის, მე და საზოგადოების მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი წიგნი, რვეული, პოსტერი, მარკერები, ფერადი ქაღალდები. ჩანაწერის დღიური ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მე და საზოგადოების მასწავლებელი მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება; პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან, კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 6.4. ქართულის მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. დისკუსიის შემდეგ დაწერენ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს, რომლებშიც იმსჯელებენ ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე. შეექმნებათ განწყობა- დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაიაზრებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მისდევდე ჯანსაღი ცხოვრების წესს. შესრულებული სამუშაოს წარმოადგენენ სლაიდშოუსა და პოსტერების საშუალებით. 21.03.2022 ქართულის, მე და საზოგადოების მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი წიგნი, რვეული, პოსტერი, მარკერები, ფერადი ქაღალდები. ჩანაწერის დღიური ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მე და საზოგადოების მასწავლებელი პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან, კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 6.5 ქართულის მასწავლებელიდა მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. მოსწავლეები მოთხრობებს გააერთიანებენ კრებულში. 03.06.2022 ქართულის, მე და საზოგადოების მასწავლებელი და მე-3, მე-4 და მე-5 კლ. მოსწავლეები. კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი წიგნი, რვეული, პოსტერი, მარკერები, ფერადი ქაღალდები. ჩანაწერის დღიური ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მე და საზოგადოების მასწავლებელი 7.1 მონიტორინგი 04.06.2022 მონიტორინგის ჯგ. დოკ. აღრიცხვის ჩეკლისტი შევსებული ჩეკლისტი ჯგ. ხელმძღვანელი პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან, კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 7.2კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი,მე-5 მე-6 კლასის მოსწავლეები. ქართულის და ბიოლოგიის მასწავლებლების მიერ გაცნობილ თემატიკის სა ფუძველზე “გზა ჯანმრთელობისაკენ“ მოსწავლეები პროგრამა https://learningapps.org-ში შექმნიან ელექტრონულ რესურსს,რომლის ჩვენებისას დაახარისხებენ ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტებს და კიდევ ერთხელ შეახსენებენ თანატოლებს ცხოვრების ჯანსაღ წესს. 03.03.2022 პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან, კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; 7.3 ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები შექმნიან საჩვენებელ პრეზენტაციას თემაზე „გზა ჯანმრთელობისკენ „ რომელიც ხელმისაწვდომი იქნება (ლინკის სახით) არამარტო სკოლის თემისათვის , არამედ საზოგადოების ფართო ჯგუფისთვის. 04.04.2022 პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან, კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება; მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება; 7.4 მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი გამართავენ დისკუსიას მათ მიერ შექმნილ ელექტრონული რესურსების გამოყენებით, რომელსაც მოუსმენენ პარალელის ჯგუფები 05.05.2022 VI. შედეგები პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ. მოდერატორის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა. მოსწავლე შეძლებს პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს. გააცნობიეროს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობა, როგორც ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის და აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში წარმატებული ინტეგრირების აუცილებელი პირობა. A. რაოდენობრივი (მოკლევადიანი) B. თვისებრივი A. რაოდენობრივი (გრძელვადიანი) B. თვისებრივი VII. პროექტის მდგრადობა სასკოლო პროექტი „გზა ჯანმრთელობისაკენ“ და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები სკოლის თემს თვალნათლივ დაანახვებს ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობას, მათივე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს დიდსა თუ პატარას სასიცოცხლო და აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაში. განხორციელებულმა პროექტმა, რომ არ დაკარგოს აქტუალობა, მომავალ სასწავლო წელს(შესაძლებელია ყოველ წელს) სკოლა მოაწყობს, ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, სასკოლო ღონისძიებას, რომლის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩაერთვებიან სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეები.

Tuesday, November 26, 2019


სოციალური პროექტის გეგმა
როექტის სახელწოდება   ,,ჩვენ- მრავალფეროვან სამყაროსათვის ‘’ 
 სსიპ ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მუხრანის №1  საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია ალექსიძე
საფეხური|კლასი

დაწყებითი|მეო

პროექტის განხორციელების დრო:
05.11.2019-- 15.11.2019



სოციალური პროექტი:
ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ









Friday, November 22, 2019


პროექტი
,,თოჯინების მეჯლისი

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლია ალექსიძე


პროექტში მონაწილეები: დაწყებითი საფეხურის II კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები.