Saturday, April 8, 2017

ტრენინგის რეფლექსია

პროექტზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცოდნის  დონის ასამაღლებლად,პროექტზე მუშაობისას დიდ გამოცდილებას იღებენ და უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს საკითხის ირგვლივ.პროექტის განამავლობაში აქტიურად არიან  ჩართულნი სასწავლო პროცესში.ასე უვითარდებათ ისეთი უნარ- ჩვევები,რომლებიც ხელს უწყობს 21-ე საუკუნის ახალგაზრდების ფორმირებას.

Sunday, March 19, 2017

მოსწავლის პროექტის შეფასება

პროექტის განმავლობაში ვიყენებთ განმავითარებელ შეფასებას. რაც მოსწავლის განვითარებას ემსახურება. აუცილებლად მოსწავლის ყველა წარმატებულ ნაბიჯს  შევაქებ,რათა უზრუნველვყო მათი მოტივაცია და პროექტში ჩართულობა.შეფასება უნდა იყოს ობიექტური და გამჭვირვალე.მოსწავლეები უნდა იცნობდნენ შეფასების კრიტერიუმებს,რათა მათ შეეძლოთ  თვითშეფასება.
   პროექტის მიმდინარეობისას  გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები.

Saturday, March 4, 2017

ჩემი იდეა

ვფიქრობ ,ჩემი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ისწავლიან ბუნების გაფრთხილებას და მოვლა-პატრონობას,გააცნობიერებენ იმას,თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებას ადამიანისათვის.